ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საფრანგეთში მოგზაურობისას

20 წელზე მეტია საფრანგეთი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა, რომელიც ყოველწლიურად საშუალოდ 82 მილიონ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. ფრანგული კულტურა, დახვეწილი სამზარეულო, ღვინო და რომანტიკული შატოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტურისტებს იზიდავს.

წარმოგიდგენთ საფრანგეთის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს.

პარიზი

პარიზი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ქალაქია, ყოველწლიურად მას  45 მილიონი ტურისტი სტუმრობს. პარიზს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: სინათლის ქალაქი, მოდის დედაქალაქი და სხვა. ის სახელგანთქმულია თავისი რომანტიკული გარემოთი, ბიზნეს, გასართობი, გასტრონომიული, მოდის, ხელოვნების და კულტური სფეროს გამო.  მის სავიზიტო ბარათს ეიფელის კოშკი, ნოტრდამის კათედრალი და ტრიუმფალური თაღი წარმოადგენს, ის ასევე მსოფლიოში სახელგანთქმული მუზეუმების სამშობლოა, ისეთების, როგორიცაა ლუვრი და ორსეის მუზეუმი.

france, paris, პარიზი, საფრანგეთი

ფრანგული რივიერა

ფრანგული რივიერა საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ის მდიდარი და ცნობილი ადამიანების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს და ცნობილია გლამურული სან ტროპეს, მონაკოს და კანის კინოფესტივალის გამო. რეგიონში რბილი და თბილი კლიმატია, მიუხედავად იმისა, რომ ის ხმელთაშუა ზღვის ჩრ. სანაპიროზე მდებარეობს.

ფრანგული რივიერა , french riviera

ლუბერონი

აუცილებლად ესტუმრეთ ლუბერონს, ის სამხრეთ საფრანგეთში მდებარეობს. ეს რეგიონი სამოთხეა იმ ტურისტებისთვის ვისაც ლამაზი პატარა სოფლების ხილვა სურს. ის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პიტერ მეილმა წიგნი გამოაქვეყნა ამ რეგიონის შესახებ. ტყეებით, ლავანდის მინდვრებით, ფერმერული ბაზრებით და ფერადი სახლებით ლუბერონი უამრავ ტურისტს იზიდავს. მის ერთ-ერთ კულტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ადგილობრივი კერამიკა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს შუა საუკუნოვან სტილს.

luberon, ლუბერონი

გაგრძელება იხილეთ შემდეგ ბლოგში.

ტურები საფრანგეთის მიმართულებით იხილეთ აქ

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %