51
3 რესტორანი, რომელიც ტურისტებს შოკში აგდებს
05 ნოემბერი 2015
"Grotta Palazzese " ბარი , იტალია
ეს, გახლავთ სასტუმრო-რესტორანი გამოქვაბულში, რომანტიკული ხედით ადრეატიკის ზღვაზე. სასტუმრო-რესტორანი აგებულია კონცხზე, ზღვის ზედაპირიდან 24 მეტრის სიმაღლეზე. აქ შეგიძლიათ, თან ისადილოთ და თან ზღვის ტალღების ცქერით დატკბეთ.
ბარის პროვინციის, კლდოვან სანაპიროზე მდებარეობს შეჭრილი გამოქვაბული ”Palazzese”, რომელიც მსოფლიოში ცნობილია 80 ბუნებრივ გამოქვაბულს შორის. დიდ, მომრგვალებულ დარბაზის ცენტრში, რომლის დიამეტრიც 30 მეტრია, განთავსებულია რესტორანი. 1730 წელს ნეაპოლის ჰერცოგი და პოლიგანოს ლორდი ამ ადგილს, მხოლოდ განსაკუთრებული შეხვედრებისთვის, მისაღებ დარბაზად იყენებდნენ, შემდეგ კი უკვე მაღალი წრის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილადაც გადაიქცა.
"Restaurant le Panoramic " შამონი, საფრანგეთი
ალპებზე , ბრევანის მწვერვალზე მდებარეობს რესტორანი "Restaurant le Panoramic " , 3000 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. აქ, გამოცდილი მზარეულები ამზადებენ ტრადიციულ ადგილობრივ კერძებს, რომლებიც კულინარიის ხელოვნების ნიმუშს
...