12 March 2018
  • 6060 ნახვა

ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები

გთავაზობთ იმ ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბუდაპეშტის ვიზიტისას.

უნგრეთის პარლამანეტი

უნგრეთის  პარლამენტი ნეო-გოთიკურ სტილშია აშენებული, ის მდ.დუნაის სანაპიროზე მდებარეობს. მისი მშენებლობისას, ის მსოფლიოს ყველაზე დიდი საპარლამენტო შენობა იყო. პარლამენტის შენობაში ინახება 1000 წლიანი სამეფო გვირგვინი, სამეფო ძვირფასეულობა, შენობა უნგრეთის 16 მეფის ქანდაკებითაა გარშემორტყმული. შენობის სიგრძე 268 მეტრს შეადგენს, კორიდორების სიგრძე კი, ჯამში დაახლოებით 20 კმ-ს შეადგენს.

წმ. სტეფანეს ბაზილიკა

წმ.სტეფანეს ბაზილიკა რიგით მეორე ყველაზე მაღალი შენობაა ბუდაპეშტში. მას 8500 ადამიანის დატევა შეუძლია, შენობა ნეო-რენესანსული პერიოდის ნაგებობაა. მის შესასვლელთან ულამაზესი სკვერია განლაგებული.

ოპერა

აუცილებლად მოინახულეთ ოპერა, მისი არქიტექტურა და დიზაინი ყველა მნახველს აღაფრთოვანებს.

ჯაჭვის ხიდი

ბუდაპეშტში ბევრი ხიდია, მათ შორის ყველაზე ძველი, გამორჩეული და ყველაზე ლამაზი ჯაჭვის ხიდია.

რკინის ფეხსაცმლის მონუმენტი

მდ. დუნაის სანაპიროზე, პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარეობს რკინის ფეხსაცმლის მონუმენტი. მონუმენტი მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრეტილ ებრაელებს უკავშირდება. წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკის 60-მდე ფეხსაცმელი.

ბუდაპეშტში ქართულ რესტორნებსაც შეხვდებით Aragvi და Hachapuri. ორივე მათგანი ძალიან პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის.

 

 


მსგავსი
17 October 2015

ბილიკი, რომელიც ხეებს ზემოთ გადის

რატომ უნდა გაისეირნო ხეების ქვეშ, თუ შეგიძლია ტყეს ზემოდან მოექცე? კირსტენბოშის ბოტანიკურ ბაღში 2014 წელს ახალი ჰაერში დაკიდული ხი...

19 October 2015

პოლონეთის მრუდე ტყე

მყრუდე ტყე  პოლონეთში, დასავლეთ პომერანიის სავოევოდოში, ნოვე-კარნოვოს მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშენებული. ამ ტყეში დაახლოებით 40...

25 October 2015

მონღოლური ზამთრის პეიზაჟები

მონღოლური ზამთარი ხანგრძლივი, სუსხიანი და მძიმეა. ტემპერატურა მინუმ 20-დან 40 გრადუსამდე მერყეობს. ტურისტების უმეტესობა აქ მხოლოდ ...

22 October 2015

ფუკუშიმა ტრაგედიიდან ოთხი წლის შემდეგ

ფუკუშიმა I-ს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებიდან უკვე სამ წელზე მეტი გავიდა. წელს კი პოლონელმა ფოტოგრაფმა, არკადიუს პოდნიესინსკიმ ...

16 October 2015

ავსტრალიის სურრეალისტური პეიზაჟები

შარკის ყურე   მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიის რეგიონ გასკოინიში. პერთის ჩრდილოეთით, 800 კმ-ის დაშორებით, ავსტრალიის ყველაზე დასავლე...

25 October 2015

სატუმრო Skylodge - მხოლოდ ნამდვილი ექსტრემალებისთვის

[su_youtube url="https://youtu.be/U9dNHvvUBO0"]   ურუბამბას ხეობა – იგივე ინკების წმინდა ხეობა, მდებარეობს პერუს ანდებშ...

14 October 2015

ცხოვრება მცურავ სახლზე

კანადელმა წყვილმა - უეინ ადამსმა და ქეთრინ კინგმა 1992 წელს საკუთარი მცურავი კუნძულის მშენებლობა დაიწყეს. სახლი ძალიან ორიგინალური...

13 October 2015

სუროში ჩაფლული მიტოვებული სოფელი

...

13 October 2015

ალტეა - ესპანეთის ქათქათა ქალაქი

ალტეა ესპანეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ქალაქია. აქაური მზიანი ამინდები, პლაჟები და მოკირწყლული ქუჩების ლაბირინთები უამრავ ტური...

14 October 2015

გულის ფორმის კუნძული

ეს ფოტოშოპი არაა, ამ პაწაწუნა კუნძულს ტავარუა ქვია და ფიჯის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის. ის ნამდვილად გულის ფორმისაა და  მთავ...