55
ფაზისობა განსხვავებული ფორმატით - საერთაშორისო კვესტი ფოთის სტუმრებისთვის
29 ივნისი 2017
ქალაქ ფოთის ტრადიციული დღესასწაული "ფაზისობა" წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება. დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კვესტი (თამაში) სახელწოდებით ”ქალაქის საგანძური". დღესასწაული 22 ივლისს 10:00-23:00 სთ-ებში გაიმართება, საერთაშორისო კვესტი კი 11:00 -16:00 სთ-ის შუალედში.
თამაშის ჩასატარებლად არჩეულ იქნა კოლხეთის ნაკრძალის ტერიტორია, მალთაყვას სანაპირო ზოლი, ქალაქის ქუჩები და ღირშესანიშნაობები.
”ფაზისობა” - ეს არის მრავალწლიანი დღესასწაული, მაგრამ 2017 წელს ის ჩატარდება სრულიად ახალ ფორმატში, რომელიც მოიცავს როგორც თვით ზეიმსაც, აგრეთვე საერთაშორისო ქვესტს (თამაშს). კვესტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. თამაში არის სათავგადასავლო და შემეცნებითი, საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. რეგისტრაცია უფასოა. თამაში შეიძლება ინდივიდუალურად და მეგობრების/ოჯახის/თანამშრომლების ჯგუფებით.
ფაზისობა 2017 წელს, ეს არის კარგად მოფიქრებული პროგრამა, საგანმანათლებლო კონფერენცია, გამოფ
...