12 July 2018
  • 12211 ნახვა

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ არა ამ სიახლემ ევროპის ქვეყნები ქართველი მოგზაურებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და რა ბიუჯეტური მიმართულებები შეგიძლიათ შეარჩიოთ ევროპული შვებულებისთვის - ამ თემაზე Turebi.Ge-ის კითხვებს ტურისტული კომპანია I am Georgia-ს ტურ-ოპერატორი ნინა ბელიაშვილი პასუხობს.

ბოლო პერიოდში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულება დაემატა. რამდენად აისახა ეს სიახლე ევროპის ტურების ფასებზე და რომელი მიმართულებით შეუძლიათ მსურველებს ყველაზე დაბალი ბიუჯეტით ბილეთების შეძენა?

რეისების დამატებამ დიდწილად განაპირობა მგზავრების რაოდენობის ზრდა ევროპის მიმართულებებზე, საზაფხულო სეზონიდან გამომდინარე ფასები ცვალებადი და არასტაბილურია, თუმცა მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ბუდაპეშტის, პრაღის, პარიზის, ათენის, ბერლინის მიმართულებით დაბალი ბიუჯეტის ფარგლებში.

ერთია ტურის ღირებულება, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქალაქში კვების, მუზეუმების და ა.შ ღირებულება. თქვენი გამოცდილებით, რომელია ამ მხრივ ევროპის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქები?

ტურის ღირებულების გარდა მოგზაურობისას მგზავრები ითვალისწინებენ ხარჯებს კვებასთან, ტრასპორტირებასთან და ღირსშესანიშნაობებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს სასურველი მიმართულების შერჩევაზე. კვების მხრივ ყველაზე ხელსაყრელი ქალაქებიდან გამოვყოფდით ბუდაპეშტს, ბუქარესტს, ვარშავას, რიგას, ათენს, რომს.

მოგეხსენებათ, მოგზაურობისას ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით ვთავაზობთ მგზავრებს წინასწარ მოხდეს პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ბილეთების შეძენა, რაც მათ საშუალებას აძლევს თავი აარიდონ რიგებს და მეტი დრო დაუთმონ ახალი შთაბეჭდილებების მიღებას. ევროპის მასშტაბით მუზეუმების და ძირითადი ღირსშესანიშნაობების ფასები დაახლოებით იდენტურია და საშუალოდ 20 ევროს ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ჩვენი მიზანია მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი დაბრუნდეს დაგეგმილი  მოგზაურობიდან, ამიტომ  ვცდილობთ აქცენტი გავაკეთოთ სასტუმროს მდებარეობაზე, ამით გარკვეულწილად ვამცირებთ ტრანსპორტირების ხარჯებს და ვზოგავთ დროს. ცენტრალური მდებარეობა არა მხოლოდ ტრანსპორტირებისთვისაა კომფორტული, არამედ კვების ობიექტების მრავალფეროვნებასაც გვთავაზობს.

დამატებით ხარჯებში აღსანიშნავია ევროპის უმეტეს ქალაქში ტურისტებზე დაწესებული მოსაკრებელი, რომელსაც იხდიან ადგილზე, განთავსებისას.

რომელ მიმართულებებს ურჩევთ მათ, ვისაც საზღვაო დასვენება სურს, თუმცა მათი ბიუჯეტი ძვირადღირებულ კურორტებს ვერ წვდება?

საზღვაო  მიმართულებებიდან წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, აქტუალურია თურქეთის კურორტები (ანტალია, კუშადასი, ბოდრუმი), თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წინა წლებთან შედარებით ტარიფები გაზრდილია. ბიუჯეტური დასვენებისთვის სეზონის განმავლობაში ხშირად არის ე.წ. „ბოლო წუთის აქციები“ ეგვიპტის (ჰურგადა და შარმ-ელ შეიხი) და საბერძნეთის მიმართულებით (ჰალკიდიკის ნახევარკუნძული და კუნძული კრეტა), ამ დროს შესაძლებელია სრული პაკეტების შეძენა მისაღებ ფასად, ეს საკურორტო ზონები განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან მოიცავს სრულ მომსახურებას და დამატებით ხარჯებს არიდებს დამსვენებელს. უნდა აღვნიშნოთ, ესპანეთში კოსტა-ბრავას სანაპირო და კვიპროსი, თუმცა ამ შემთხვევაში რაც უფრო ადრე ხდება ტურის შეძენა ან დაჯავშნა, მით უფრო დაბალია ღირებულება, რადგან ტურის ფასზე  დიდ გავლენას ახდენს ავიაბილეთის ტარიფი. საზღვაო ტურის დაგეგმვას, სრული პაკეტების შემთხვევაში, მგზავრებს ვურჩევდით დაახლოებით თვენახევრით ადრე, ევროპის საზღვაო კურორტებზე კი დაახლოებით 2-2,5 თვით ადრე.

 

 


მსგავსი
09 March 2016

შვებულება და მოგზაურობა სტრესის გარეშე - 5 რჩევა

1. გაარკვიეთ, რა იწევს სტრესს ეს ძალიან მარტივია - თქვენ დასასვენებლად წელიწადში ერთხელ მიდიხართ. თქვენ გინდათ, რომ ყველ...

10 February 2016

20 საუკეთესო ფილმი მოგზაურობაზე

არაფერი არ აღძრავს მოგზაურობის სურვილს იმაზე მეტად, ვიდრე ფილმები მოგზაურობის და თავგადასავლების შესახებ. ისინი გვმუხტავენ მოტივაც...

23 December 2015

როგორ არ უნდა მოიქცეთ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისას

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიციის პროცესში მიღწეული წარმატება ის იშვიათი შემთხვევაა, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო თანაბრად გ...

18 December 2015

როგორ იმოგზაურებთ ევროპაში უვიზოდ ტურისტული მიზნით

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულებასთან დაკავშირებით დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა,...

09 December 2015

სად შევხვდეთ ახალ წელს - 10 საუკეთესო ადგილი

ახალი წელი წელიწადში ერთხელ აღინიშნება, ამიტომაც ეს დღესასწაული განსაკუთრებით დასამახსოვრებელი უნდა იყოს. გართობა, ფეიერვერკები და...

08 December 2015

როგორ უნდა დაზოგოთ ფული სამოგზაუროდ

თვითმფრინავით, მატარებლით, გემით, ავტომობილით, ველოსიპედით - არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტრანსპორტით, მოგზაურობა ყველას უყვარს. თუმ...

26 November 2015

10 საუკეთესო ფილმი, რომელიც მოგზაურობას შთაგაგონებთ

ზოგჯერ ამა თუ იმ ქვეყანაში ან ქალაქში მოგზაურობის სურვილის გასაღვიძებლად იქ გადაღებული ფილმიც საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე. წარმოგიდ...

17 November 2015

როგორ შევაყვაროთ ბავშვს მოგზაურობა - 8 სასარგებლო რჩევა

მოგზაურობის მოყვარული მშობლები, როგორც წესი, პატარებს სახლში ტოვებენ. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვილთან ერთად მოგზაურობა საკმაოდ ძვირ...

05 November 2015

კარავში კომფორტულად ძილის ხუთი წესი

გამოუძინებლობამ, მთელი ღამე ზურგის ქვემოდან გირჩების გამოძრობამ, დისკომფორტმა და სიცივემ შეიძლება ლაშქრობის მთელი ხიბლი წყალში ჩაყ...

02 November 2015

3 ტურისტული ქვეყანა სადაც კრიზისის დროს კარგად დაისვენებ

საბერძნეთი მიუხედავათ ევროს გაძვირებისა და კრიზისისა, მთელს  ევროპაში   საბერძნეთი მიიჩნევა  ტურისტული მოზღვავ...