turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ხერთვისის ციხე

ხერთვისის ციხესიმაგრე  ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, ისტორიულად მნიშვნელოვან მაგისტრალზე– ორი მდინარის ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ  მთაზე მდებარეობს . ერთ–ერთი გადმოცემით  ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს  და მოსწონებია ადგილი. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ხერთვისის ციხე რამდენჯერმე გადაუკეთებიათ, დღემდე შემორჩენილია  შუა საუკუნეების სამშენებლო ფენაც.  ხერთვისის ციხე მიუდგომელი იყო, ამიტომ შემოსევების დროს მისი აღება საკმაოდ ძნელი იყო.  ციხე წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ:  ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი. 1578 წელს, არფაქსად იოთამის ძემ ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა.  რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს, 1828 რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს. 2007 წლის  ხერთვისი  შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. khertvisixertvisis cixe30_big00534_1267645746_effrj00534_1267645747_0bvxy67194111435139-(20150406060034)1422273442imgp  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
29 %
აზიაში
4 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
3 %
სახლში
13 %