1

როგორია ყველაზე მდიდრული მატარებლით მგზავრობა

11 დეკემბერი 2020
Venice Simplon-Orient-Express 1982 წელს შეიქმნა და მგზავრებს ყველაზე მდიდრულ მგზავრობას პირდება ალპების ხედებზე.
მატარებლის მიმართულება ლონდონიდან ვენეციამდე და ევროპის სხვა დიდ ქალაქებში ვრცელდება, როგორიცაა პარიზი, სტამბოლი, პრაღა, ვენა და ბუდაპეშტი. ამჟამად ექსპრესი კომპანია Belmond-ს ეკუთვნის, რომლის ქსელშიც 45 ძვირადღირებული სასტუმრო, რესტორნები, ტურისტული მატარებლები და მდინარის კრუიზები შედის.
‘Orient Express’ ბელგიელი ბანკირი, ჯორჯ ნაგეკმაკერის საოცნებო პროექტი იყო. მატარებლის პირველი რეისი 1883 წელს პარიზიდან სტამბოლის მიმართულებით განხორციელდა და მიჩნეულია, როგორც უმაღლესი კლასის მგზავრობა. მატარებლით მგზავრობდნენ მეფეები, კურტიზანები, ჯაშუშები და სხვა გავლენიანი პირები.
დღესდღეობით, ბილეთის დაჯავშნა ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი, თუმცა ფასი საკმაოდ მაღალია, მგზავრზე საშუალოდ 4000 ფუნტი სტერლინგი, დაუვიწყარი მოგზაურობის ხანგრძლივობა კი ორ დღეს შეადგენს.
მგზავრები ვინტაჟური სტილის კუპეებში განთავსდებიან. თითოეულ კუპეს აქვს აბაზანა,
...