turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

როგორ გადავიღოთ მოგზაურობისას კარგი ფოტოები

ყველას უნდა, რომ მოგზაურობისას გადაღებული კადრები ლამაზი იყოს, ისეთი, რომ უცხო ადამიანსაც გაუხარდეს მათი თვალიერება. არადა, 100 გადაღებული კადრიდან მხოლოდ რამოდენიმეს თუ დაკიდებ კედელზე, ან გაუზიარებ მეგობრებს. კარგი ფოტოების გადაღება დროის და პრაქტიკის ამბავია, მაგრამ სამოგზაუროდ უკვე ხვალ მივდივართ. არსებობს რამოდენიმე მარტივი წესი, რომელიც საშუალებას მოგვცემს პრაქტიკის, კამერის ტიპის და პროფესიული უნარ-ჩვევების მიუხედავად, მშვენიერი ფოტოები გადავიღოთ.

კომპოზიცია

ზოგჯერ კარგ და ცუდ ფოტოს შორის განსხვავება მხოლოდ კომპოზიციაშია - ანუ იმაში, თუ სად მოათავსებ გადასაღებ ობიექტს.  ადამიანთა უმეტესობა ცდილობს, გადასაღები ობიექტი ფოტოს ცენტრში მოათავსოს. ეს ცუდი იდეაა. ფოტოს გადაღებისას გამოიყენეთ მესამედების წესი; bethanyphotos2როგორ გამოვიყენოთ ეს წესი: როგორც ხედავთ, მხედველობის არე ცხრა ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. გადასაღები ობიექტი, ან ფოკუსი, უნდა მოდიოდეს ხაზების გადაკვეთის ადგილებზე (მუქ წერტილებზე). ასეთ შემთხვევაში ფოტო უფრო საინტერესო ხდება და თვალი უფრო იოლად აღიქვამს. ეს ფოტო, სადაც ფოკუსი შუაშია, ბევრად უფრო არასაინტერესო და არაფრისმთქმელია. bethanyphotos1

შეცვალე ხედვის კუთხე

რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე მილიონობით ერთიდაიგივე ადგილიდან გადაღებული ერთიდაიგივე შენობის ფოტო? სადაც არასოდეს არაფერი იცვლება და ყველა ტურისტის ფოტოები ტყუპისცალიებივით გვანან ერთიმეორეს? მიუხედავად იმისა, რამდენად პოპულარულ ადგილს სტუმრობ, ყოველთვის შეიძლება შენი, ორიგინალური ხედვის კუთხე მოძებნო. [caption id="attachment_2026" align="aligncenter" width="675"]მულენ-რუჟი,პარიზი მულენ-რუჟი,პარიზი[/caption] ფოტო გადაღებულია ქუჩის მეორე მხრიდან, შენობის გარდა ჩანს ტურისტების უზარმაზარი ნაკადი, რომელიც ფოტოგადაღებითაა გართული. ფოტო გვიყვება ისტორიას, გვართობს და სხვა კუთხით გვანახებს ასე პოპულარულ ადგილს. როგორ გამოვიყენოთ ეს წესი: გაეცალეთ ტურისტების ნაკადს. გადადგით რამოდენიმე ნაბიჯი, მოუარეთ მეორე მხრიდან, დააკვირდით, იქნებ უბრალოდ ჩაჩხაკუნების გარდა არის რაღაც, რაც შეიძლება ობიექტივში მოვაქციოთ.  წადით იქ, სადაც ნაკლები ტურისტი დგას და აღმოაჩინეთ კუთხე, რომლიდანაც ცოტას თუ გადაუღია.

გადაიღე შავ-თეთრში

bethanyphotos6Terminal love, პარიზი - პარიზის მეტროს განათება არც ისე შთამბეჭდავია. ლურჯი ნიშნები არასაჭირო კონტრასტებს ქმნის, ფერები უშნოა და გადღაბნილი. ზოგჯერ ფერადი ფოტოს გადაღება ცუდი იდეაა. ფერები ყურადღებას ფანტავს და იკარგება ის მუხტი, რისთვისაც ფოტოა გადაღებული. შავ-თერი ფერების გამოყენებისას თვალს უკვე შეუძლია ფოტოს კონკრეტულ ელემენტებზე ფოკუსირდეს. ამასთან, ეს ყველაზე მარტივი და იოლი გზაა სასურველი ეფექტების მისაღწევად. bethanyphotos7 შეადარეთ ეს ფოტო ზედას: ფერების არარსებობიასას თვალში პირდაპირ წყვილი გვხვდება. დანარჩენი ყველაფერი უკვე არასაინტერესოა.პრაქტიკაში: შეგიძლიათ ფოტოაპარატის სეთინგებიდან გაასწოროთ და პირდაპირ შავ-თეთრი ფოტოები გადაიღოთ, თუმცა ამ შემთხვევაში ფოტოს გაფერადება უკვე პრობლემატურია და თუ დარწმუნებული არ ხართ გადაწყვეტილებაში, გადაიღეთ ფერადად. მარტივი პროგრამების საშუალებით შავ-თეთრი ეფექტის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია.

გადაიღე გულით

ფოტოაპარატს ჯადოსნური თვისება აქვს - მას მოგონებების დროში გაყინვა შეუძლია. მოგზაურობისას კი მთავარი არა სახლები, ხიდები და სკვერები, არამედ ის შთაბეჭდილებებია, რომელსაც უბრალო ხალხი, გამვლელის სიცილი, გემრიელი კრუასანი, წვეულება, ახალი ნაცნობები და შთაბეჭდილებები ქმნის. ფოტოებზესწორედ ეს უნდა იყოს აღბეჭდილი (რასაკვირველია, აცუილებლად გადასაღები ადგილებიც უნდა გადავიღოთ, რომ შემდეგ გული არ დაგვწყდეს). ატარეთ კამერა ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. bethanyphotos8ბიჭები, მატარებელი. სორენტო, იტალია. პრაქტიკაში გამოყენება: გულით გადაღება ცოტა აბსტრაქტული ცნებაა. მოდი უკეთ ავხსნათ - მარტივად, ეს ნიშნავს რომ სულ უნდა გადავიღოთ, გადავიღოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ყურადღებას მიიქცევს. რასაკვირველია, გზადაგზა უამრავ ცუდ  და არასაინტერესო ფოტოს გადავიღებთ, მაგრამ წაშლას წინ არაფერი უდგას. სამაგიეროდ, შეიძლება ინანო, რომ ის ვიწრო ჩიხი ან პარკში  მჯდარი საინტერესო ადამიანები არ გადაიღე. იმისათვის, რომ საკუთარი გულის ხმა აღმოაჩინო, ძალიან ბევრი უნდა გადაიღო, ადამიანების უმეტესობა კი ამას არ აკეთებს და მხოლოდ სავალდებულო ფოტოებით და სელფებით შემოიფარგლება.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
35 %
ევროპაში
30 %
აზიაში
2 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
15 %