turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

მოგზაურობა კამჩატკაზე

ფლორითა და ფაუნით მდიდარი კამჩატკის ნახევარკუნძული    მდებარეობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, წყნარ ოკეანესა და ოხოტის ზღვას შორის. მისი სიგრძე დაახლოებით 1250 კმ-ია. ნახევარკუნძულის მოსახლეობა შეადგენს 402,500 ადამიანს, რომელთა უმრავლესობაც რუსია, მაგრამ ასევე არიან კორიაკებიც. კამჩატკაზე დაახლოებით 30 მოქმედი ვულკანია, მოსახლეობა ძირითადად ორ ქალაში ცხოვრობს. კამჩატკის სანაპიროზე ზამთარი გაცილებით რბილია, ვიდრე თვითონ ნახევარკუნძულზე. კამჩატკაზე ზოგან თოვლის საფარი 6 მეტრს აღემატება და ზოგჯერ 12 მეტრსაც კი აღწევს. ზაფხულში ნახევარკუნძული ხშირად სქელ ნისლიანია და ძლიერი ქარები ქრის.  არყის ტყეებს ნახევარკუნძულის თითქმის მესამედი უჭირავს. კამჩატკის ვულკანურ ნიადაგზე მრავალი მცენარე ხარობს — გამორჩეულია  უმშვენიერესი ველური ყვავილები, რომელთაგან ერთ-ერთია ქაფურა. თევზისა და კიბოს რეწვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კამჩატკის ეკონომიკაში. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გიგანტური კამჩატკური კიბორჩხალა. დახლზე გამოტანილი ეს კიბორჩხალა, რომლის კიდურების შლილი 1,7 მეტრს აღწევს, საინტერესო და მიმზიდველია.
კამჩატკის ნახევარკუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
  zhiteli-chukotki-i-alyaski-bezvizovyy-rezhimjgify76914The azure blue waters filling the crater of Maly Semyachik Volcano are rimmed with ice in June/n Kamchatka; water; Russia; Maly Semyachik Volcano; craterfc9213abbc5b51cd9dbb3b86de2cff16i6427-icon-middlei6429-icon-middlei6434-icon-middlei6438-icon-middlei6441-icon-middlei6442-icon-middle
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
29 %
გააჩნია მიმართულებას
32 %