Turebi Ge

რა საჭიროა სასტუმრო, როცა შეიძლება კაფსულაში დაიძინო?

იაპონური კაფსულა-სასტუმროები ძვირფასი სასტუმროების და იაფი ჰოსტელების საინტერესო ალტერნატივაა. განსაკუთრებით ლამაზი და ორიგინალურია სასტუმრო "9 hours", რომელიც  კიოტოშია განთავსებული.

პირველი ასეთი სასტუმრო 1979 წელს გაჩნდა ოსაკაში იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გვიანობამდემუშაობდნენ და სახლში მიმავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე აგვიანდებოდათ. ასეთი სასსტუმროები იაფი ღირდა მალე გახდა ძალიან პოპულარული.

14146024529_f6a59e9743_o

ასეთ სასტუმროში სტანდარტულის ნომრის მაგიერ მცირე ზომის კაფსულაა:დაახლოებით 2x1x1,25 მეტრი. ეს ზომა საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი წამოწვეს, დაჯდეს, იკითხოს წიგნი ან უყუროს ტელევიზორს. კაფსულები მჭიდროდ, ორ სართულადაა განლაგებული.  აქვს კარი ან ფარდა.
 
2009 წელს კომპანიამ Cubic Corp  design studio S -თან ერთად დიზაინერული კაფსულა-სასტუმრო გახსნა, რომელსაც  9 hours ეწოდა.  ოტელის კონცეფცია, დიზაინი და ფერთა გამა ძალიან საინტერესოა.
14332693335_9f3c139b8f_o
სასტუმროს კონცეფცია და ფილოსოფია შემდეგშია: 1 საათი აბაზანისთვის + 7 საათი ძილისთვის +1 საათი დილის პროცედურები= 9 საათს. ზუსტად ამდენი ხანი გრძელდება საშუალოდ ადამიანის ვიზიტი მსგავს სასტუმროებში.
 

სასტუმროს შესასვლელში ფეხსაცმელებისთვის განკუთვნილი ყუთებია. 14146191277_0583f838ae_o მთელი ინტერიერი შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. 14330968902_7f6fe990c0_o დასვენების ზონა - აქ შეგიძლიათ wi-fi გამოიყენოთ. რასკვირველია, უფასოდ. 14146025489_798f6e4a19_o სასტუმროს ტერიტორიაზე ნავიგაცია იოლია - ყველგან მარტივი და ლამაზი ნიშნებია. წარწერები ორ ენაზეა. ან ზოგჯერ საერთოდ არაა. 14146074650_4cfacc4891_o შხაპში პირსახოცი და საფირმო შავი პიჟამა ელოდება ვიზიტორებს. P108071714146079400_c2c466ce02_o   მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორი ლაკონურია ინტერიერის დიზაინი - არაფერი ზედმეტი, მხოლოდ ის, რაც საჭიროა და ფუნქციონალური. 14146029349_9770aca275_o ქალების და მამაკაცების კაფსულები სხვადასხვა სართულზეა და ინდივიდუალური ლიფტი ადის. 14309553876_e7cae8b8ec_o კაფსულების სართულზე სიმშვიდე და სიბნელეა. სინათლე მხოლოდ კაფსულებიდან გამოდის. 14329356911_99d9302404_o   P1080722 აქაური მაღვიძარა არავითარ ხმას არ გამოსცემს - ის ნელ-ნელა იწყებს შუქის ანთებას და მოცემულ დროს შუქის მეშვეობით აღვიძებს ვიზიტორებს. კაფსულებში საკმაო სივრცეა იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო. ხმის იზოლაცია საუკეთესოა. ნომრების დაჯავშნა სასტუმროს საიტზეა შესაძლებელი. თუ ოდესმე კიოტოში მოხვდებით, აუცილებლად ესტუმრეთ. ნომრის ღირებულება დაახლოებით 20 დოლარია.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
31 %
გააჩნია მიმართულებას
31 %