ალტეა - ესპანეთის ქათქათა ქალაქი

ალტეა ესპანეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ქალაქია. აქაური მზიანი ამინდები, პლაჟები და მოკირწყლული ქუჩების ლაბირინთები უამრავ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. აქ დასახლება ჯერ კიდევ ფინიკიელების პერიოდში არსებობდა. მავრებმა, რომლებმაც აქაურობა დაიპყრეს, მას ალტაია დაარქვეს, რაც მავრიტანულ ენაზე ნიშნავს "ჯანმრთელობა ყველასათვის". 10755850033_0a8625ff2e_o10755850853_bd9500bba3_o10755854263_791d33fd2b_o ისევე, როგორც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე განლაგებული ბევრი ესპანური ქალაქი, ალტეაც გორაკზეა შეფენილი - ძველი ქალაქი - ისტორიული და კულტურული ცენტრი ძველებური, ვიწრო ქუჩების ნამდვილ ლაბირინთს წარმოადგენს. აქ სახლების მაქსიმალური სიმაღლე ოთხი სართულია. 10755848843_2312d5210a_o10755639124_d081a76d25_o სიძველის მიუხედავად ძველი ქალაქი მუზეუმს არ წააგავს  - ქალაქის ამ ნაწილში ყველაზე მეტი კაფე, ბარი და რესტორაანია. ზველ ქალაქწში მოსახვედრად კი 257-საფეხურიანი კიბის ავლაა საჭირო. გორაკის თავზე კი ალტეას სიმბოლოა აღმართული - მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია, კაშკაშა ლურჯი გუმბათით გამოირჩევა.   10755637384_cd752a2768_o ალტეა პირველ რიგში ხელოვანი ხალხის და არტ-გალერეების, გამოფენების და ცოცხალი კონცერტების ქალაქია.  ქალაქი ცნობილია "მხატვრების კოლონიით", რომელიც აქ 1950-იან წლებში არსებობდა და ქალაქი სულმთლად გადაასხვაფერა. დღეს ალტეა ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საკურორტო ქალაქდ ითვლება. ქალაქის საპატივსაცემოდ გამოშვებულია ავტომობილი Seat Altea. 10755544575_fb2fa62bc3_o10755550835_66eddaf1a6_o10755628216_057c0182e4_o10755630806_543550c46b_o10755633484_4f473bc3d1_o ალტეა - ბოჰემური კურორტია. ზაფხულის სეზონზე ქალაქში კლასიკური მუსიკის კონცერტები იმართება, ხოლო სამხატვრო გამოფენები და არტ-პროგრამები თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება. ქალაქში დაახლოებით 23 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათი მესამედი უცხოელია, უმეტესად ევროპელები.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
0 %
B. საერთოდ არ მივმართავ
38 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
63 %