turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ჰარბორ-აილენდის ვარდისფერი პლაჟი

ვარდისფერი ქვიშის პლაჟი ჰარბორ-აილენდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული. ჰარბორ-აილენდი ბაჰამის კუნძულების ნაწილია. ვარდისფერქვიშიანი პლაჟი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პლაჟად ითვლება უნიკალური - ვარდისფერი შეფერილობის ქვიშის წყალობით. ქვიშის ფერი ზღვის ნიჟარიანი ცხოველის -  Foraminifera- ს ნიჟარების სიმრავლითაა გამოწვეული. ამ ცხოველებით ფრინველები და თევზები იკვებებიან, ნიჟარები კი რჩება და შემდეგ ასეთ შეფერილობას იძლევა. ჰარბორ-აილენდზე მოსახვედრად კუნძულ ელიუთერის აეროპორტში უნდა ჩაფრინდეთ, შემდეგ კი ზღვით გადახვიდეთ.   Pink Sand Beach, Harbour Island, Bahamas.harbour_island_pink_sand_beach   p7 ვინაიდან ქვიშა მთლიანად პატარა ნიჟარებისგან შედგება, მასზე შიშველი ტერფით სიარული და მზის აბაზანების მიღება ცოტა პრობლემატურია. კუნძული პოპულარული დასასვენებელი ადგილია ამერიკელებისათვის. ფერად-ფერადია კუნძულის არქიტექტურა, რომელიც ახალი ინგლისის სტილშია გადაწყვეტილი. კუნძულზე უამრავი სასტუმრო, რესტორნები, ბარები და ბუნგალოებია. აქ ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ტურისტი იპოვის დასასვენებელ და ღამის გასათევ ადგილს. წყალი თბილი და სასიამოვნოა, ზოგ ადგილას კი იმდენად გამჭვირვალეა და ფლორა და ფაუნა იმდენად მრავალფეროვანია, რომ დაივინგიც შესაძლებელია. pantai_or9axOLYMPUS DIGITAL CAMERA????????????????????????????????????Pink-Beach-Bahamas-9   Pink-Beach-Bahamas-17   Pink-Sand4-740x491Pink-Sand-740x554Pink-sand-of-Barbuda   Pink-Sands-Beach-Harbour-Island-Bahamas
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
29 %
აზიაში
2 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
10 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
16 %