turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

20 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ნორვეგიაში. ნაწილი II

ნორვეგია - ფიორდების, ზღაპრული ხედების, პატარ-პატარა მყუდრო კუნძულების და  მეთევზეების სოფლების მხარეა. ქვეყანა განთქმულია ფიორდებით, მთებით, სათხილამურო კურორტებით, ტბებითა და ტყეებით. ბუნების უდიდესი ნაწილი ხელუხლებელია, რის გამოც ის მრავალ მოლაშქრეს იზიდავს. ყოველწლიურად, ასობით ათას უცხოელ ტურისტს იზიდავს დასავლეთ და ჩრდილოეთ ნორვეგიის ფიორდები, მთები, ჩანჩქერები. ჩვენ შევეცადეთ 20 ყველაზე ლამაზი ადგილისთვის მოგვეყარა თავი. (პირველი ნაწილის სანახავად დააჭირეთ აქ)

1. სენია

norway-photography-2__880ნორვეგიის სიდიდით მეორე კუნძული. სახელის მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ შეიძლება კავშირში იყოს ზმნასთან -sundra 'დანაწევრებული, დაფლეთილი" - კუნძულის დასავლეთ სანაპირო მრავალრიცხოვანი ფიორდებითაა დაქსელილი. სენიას სხვანაირად ხშირად "მინიატურულ ნორვეგიასაც" ეძახიან. აქაური პეიზაჟები და ველური ბუნება ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის.

2. პლაჟი ჰოვიკა ანდოიას კუნძულზე

norway-photography-6__880ვესტერალენის არქიპელაგის ყველაზე ჩრდილო კუნძული, ანდოია არქტიკული წრის მიღმა 300 კილომეტრზე მდებარეობს. პლაჟის მომრგვალებულ რკალს უზარმაზარი კლდოვანი საპანირო გადმოყურებს, რაც მას ფოტოგრაფებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მიმართულებად ხდის.

3. ლოფოტენის კუნძულები

norway-photography-10__880ლოფოტენის კუნძულები ცნობილია განსაკუთრებული ლანდშაფტით - მთები და მწვერვალები, ღია ზღვა, რომელსაც პატარ-პატარა დახურული ყურეები ცვლის, პლაჟები და ხელუხლებელი ბუნება. აქ საუკეთესო რელიეფია კლდეზე ცოცვის და მწვერვალების დასაპყრობად, მოლაშქრეებისთვის და არამარტო. კლდეზე ცოცვის მთავარი ცენტრია ჰენინგსვაერი, აუსტვაგოიას კუნძულზე.

4. პრეიკესტოლენი

norway-photography-12__880 პრეიკესტოლენი – 604 მეტრის სიმაღლეზე, ჰაერში გამოკიდული უზარმაზარი, ოთხკუთხედი ფორმის კლდის ნატეხი ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.  ყოველწლიურად მას დაახლოებით 250 000 ტურისტი სტუმრობს. აქ მოსახვედრად 4 კილომეტრი უნდა გაიარო ბილიკ-ბილიკ. მის გავლას წინა და უკან დაახლოებით 4 საათი ჭირდება. კლდის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 25X25 მეტრია.  კლდემდე მიმავალი ბილიკი ალაგ-ალაგ ძალიან ციცაბოა. ბილიკის საწყისი წერტილი  ზღვის დონიდან დაახლოებით 270 მეტრზეა და შემდეგ ზღვის დონიდან 604 მეტრამდე ადის. მიუხედავად იმისა, რომ საწყის და საბოლოო წერტილებს შორის სიმაღლის სხვაობა მხოლოდ 334 მეტრია და ბილიკის სიგრძეც საკმაოდ მცირე (4 კმ-თითო გზა), სიმაღლის სხვაობა შესამჩნევია, რადგან ბილიკი რამოდენიმე ადგილას ზემოთ, ქედებზე ადის და მერე ისევ ძირს ეშვება.

5. ტროლსტიგენი

norway-photography-17__880 გეირანგერ-ტროლსტიგენის ნაციონალური ტურისტული გზატკეცილი –  106-კილომეტრიანი მონაკვეთი ტბა ლანგვატნეტს და რომსდალს შორის. ეს გზა დასავლეთ ნორვეგიის ბუნების ყველაზე ლამაზ ნაწილში მიიკლაკნება, ჩანჩქერების, სუნთქვისშემკვრელი ხედების, ველების, ხეობების, მთების და კლდეების მიღმა.

6. რამბერგი

norway-photography-24__880 რამბერგი პატარა სოფელია, რომელიც ფლაკსტადოვას კუნძულზე, ლოფოტენის არქიპელაგში მდებარეობს.  სოფელი ფლაკსტადი მუნციპალიტეტის ცენტრსაც წარმოადგენს. აქ სულ 350-მდე მოსახლე ცხოვრობს. აქვთ ბიბლიოთეკა, მცირე ზომის შოპინგ-ცენტრი და სუპერმარკეტი, რესტორანი და პაბი, მოკლედ, ყველაფერი რაც ცოტა ხნით ჩასულ ტურისტს სჭირდება ხედების გარდა.

7. ვაეროი

norway-photography-27__880 ვაეროიც ლოფოტენის კუნძლების შემადგენელი ერთ-ერთი პატარა კუნძულია. აქაური ამინდი ძალიან ცვალებადია - ერთმანთს სწრაფად ცვლის მზიანი ამინდი, ქარი, წვიმა და თოვლიანი პეიზაჟები. მიუხედავად ამისა, კლიმატი შედარებით თბილია - ტემპერატურა იშვიათად ვარდება ნულს ქვემოთ. ამის გამო აქ განსაკუთრებით პოპულარულია სპორტული თევზაობა.

8. ბორგუნდის ხის ეკლესია

norway-photography-31__880 ნორვეგიაში შემორჩენილი 28 ხის ეკლესიიდან ეს ესკლესია ყველაზე კარგადაა შემონახული. თავის დროზე აქ 1500-ზე მეტი ასეთი ეკლესია იყო.

9. შემოდგომა ლოფოტენის კუნძულებზე

norway-photography-33__880 ლოფოტენის კუნძულები ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე არქიპელაგია. კუნძულები ყველაზე ლამაზი შემოგდომობითაა, როცა აქაურობა შემოდგომის ფერებში იფეფერბა.

10. ლისევეგენის გზა

norway-photography-38__880 პოპულარული ტურისტული გზატკეცილი 29 კილომეტრის სიგრძისაა და მთებზე გადის. ის ლისებოტნს და სირდალს აკავშირებს. აქაურობა ხშირად თოვლითაა დაფარული და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის თოვლში გამოჭრილი გვირაბების წყალობით. ეს გზა ერთ-ერთია მსოფლიოში ყველაზე მეტად დაკლაკნილ გზებს შორის. (პირველი ნაწილის სანახავად დააჭირეთ აქ)
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
29 %
აზიაში
4 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
3 %
სახლში
13 %