ზამთრის განათებების ფესტივალი იაპონიაში
							ქალაქ კუვანაში, მიეს პრეფექტურაში ყოველწლიურად იმართება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ფერადი ფესტივალი. საბანა ნო სატოს პარკში, ყვავილნარები და ფანჩატურები ოთხი თვის განმავლობაში - ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე ზამთრის განათებებით, ფერად-ფერადი გირლიანდებით და ნათურებით ირთვება.  მათ შორის შედის ყველაზე ცნობილი "სინათლის გვირაბიც".
სანახაობა ძალიან პოპულარულია, ამიტომ შაბათ-კვირას ყოველთვის ბევრი ხალხია. მოსანახულებლად უნჯობესია კვირის რომელიმე სხვა დღეს მიხვიდეთ. სამუშაო საათები დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდეა.
პარკში არის რამოდენიმე კაფე და რესტორანი, მათ შორის ლუდის ბარიც.
 









 











									მსოფლიო
																
								
							
																	25 ოქტომბერი 2015
																	
															
							21393
							
გაზიარება
									









