34 სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო ( ნაწილი II)

ონლაინ პორტალზე Quora გადაწყვიტეს მოგზაურებს შორის გამოკითხვა ჩაეტარებინათ - "რომელ ერთ კერძს აირჩევდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებიდან?" გამოკითხვის შედეგები კი ასეთი გამოდგა:

19. ნორვეგია: რაკფისკი

14860510-R3L8T8D-1000-Rakfisk

რაკფისკი ზამთრის კერძად ითვლება. ესაა კალმახი, რომელსაც ჯერ ამარილებენ რამოდენიმე თვის განმავლობაში, შემდეგ კი ხახვთან და არაჟანთან ერთად მიირთმევენ.

20. ფილიპინები: ადობო

14860610-R3L8T8D-1000-Chicken_Adobo_0-1

21. პორტუგალია: ფრანსეზინია

14860710-R3L8T8D-1000-Francesinha

22. რუმინეთი: სარმალე

სარმალე ძალიან წააგავს ტოლმას. კომბოსტოს ან ვაზის დამარილებულ ფოთლებში გახვეულია ბრინჯის და ხორცის ფარში.

23. რუსეთი: შჩი

14873610-R3L8T8D-1000-cabbagesoup

რუსული ბოსტნეულის და ხორცის სუპი, რომელიც ძალიან ნოყიერია და მშვენივრად ათბობს ზამთრის სუსხიან დღეებში.

24. საუდის არაბეთი: კასბა

14862260-R3L8T8D-1000-Kabsah

მოხარშული ბრინჯი უამრავი სანელებლით: კარდამონით, შაფრანით, დარიჩინით, მუსკატის კაკალით და დაფნის ფოთლით. კასბა სუფრაზე ბოსტნეულთან და ხორცთან ერთად მიაქვთ.

25. შოტლანდია: შებოლილი ორაგული

14862360-R3L8T8D-1000-Smokedsalmononbrownbread

შებოლილი ორაგულის თხელი ნაჭრები გაუცრელი ფქვილისგან გამომცხვარ პურებზე იდება, კარაქით ან ყველის და არაჟანის სოუსით. ძალიან გემრიელია ლიმონმოსხმული ვარიაცია.

26. სლოვაკეთი: დამფლინგები ბრინზას ყველით

14864710-R3L8T8D-1000-BryndzoveHalusky1

კარტოფილის ცომის დამფლინგები ბრინზას ყველით და ბეკონით სლოვაკეთის ნაციონალური კერძია.

27. სლოვენია: კრანიული ძეხვი

14863010-R3L8T8D-1000-azur_resize_sys9ol

მცირე ზომის ძეხვი ღორის ხორცის, მარილის, წიწაკის, წყლის და ნიორის საშუალებით დაუვიწყარ გემოს პირდება მსოფლიოს გურმანებს.

28. სამხრეთ აფრიკა: ბილტონგი

14863160-R3L8T8D-1000-Biltong

ბილტონგი ყველაზე ხშირად საქონლის ხორცისგან მზადდება, თუმცა ნებსმიერი ხორცისგან გემრიელი გამოდის, მაგალითად, სირაქლებას ხორცისგან. ხორცი თხელ ზოლებად იჭრება და შემდეგ სხვადასხვა სუნელებთან და მარილთან ერთად მარინადდება და შემდეგ შრება.

29. სამხრეთ კორეა: პანჩხანი

14863260-R3L8T8D-1000-Banchan

30. ესპანეთი: ჰამონ იბერიკო

14839960-R3L8T8D-1000-JamnIbrico

სპეციალური ჯიშის ღორები სპეციალურ  დიეტაზე იმყოფებიან, რათა ეს ესპანური დელიკატესი დააგემოვნოთ.  ხორცს ზღვის მარილს აყრიან და შემდეგ რამოდენიმე წლის მანძილზე კიდებენ კარგად განიავებად ოთახში. მზა ჰამონი თხელ ნაჭრებად იჭრება და ღვინოსთან, ხრაშუნა პურთან და ზეთისხილთან ერთად მიაქვთ სუფრაზე.

31. არაბთა გაერთიანებული საამიროები - შაურმა

14863510-R3L8T8D-1000-Shawarma

შაურმა - ერთ-ერთი ველაზე პოპულარული კერძი ამავე დროს ყველაზე იაფიცაა. პიტაში გახვეული შემწვარი ხორცი სხვადასხვა ბოსტნეულით. შესანებებლად გამოიყენება ტახინი, ჰუმუსი და ცხრე სოუსი.

32. უკრაინა: ვარენიკები

14864910-R3L8T8D-1000-43343_0 უკრაინული ვარენიკები - წყალში მოხარშული ცომი სხვადასხვა შიგთავსით. ეს შეიძლება იყოს კარტოფილი, კომბოსტო, ხორცი ან ხაჭო. ვარენიკებთანნ ერთად მოაქვთ შემწვარი სალა ხახვით და არაჟანით.

33. აშშ: ჰაბურგერი

14863760-R3L8T8D-1000-Hamburger

მცირე ზომის ფუნთუშა პომიდორის ნაჭრით, კატლეტით, სალათის ფურცლით და ხახვით - ეს ამერიკელების იდეალური კერძია. სენდვიჩთან ერთად რეკომენდებულია კარტოფილი ფრი და რძის კოქტეილი

34. ვენესუელა: პაბელლონ კრიოლო

14864060-R3L8T8D-1000-Pabelloncriollo
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %