Turebi Ge

შოკოლადის მთების იდუმალებით მოცული ისტორია

ბოჰოლის კუნძულზე, რომელიც ფილიპინების შემადგენლობაში შედის, უჩვეულო ფორმის და შეფერილობის მთები მდებარეობს. მათი ფორმა და შეფერილობა ძალიან მოგვაგონებს კანფეტის ყუთში ჩალაგებულ შოკოლადებს. ამ მთების წარმოშობაზე უამრავი ლეგენდა არსებობს. კუნძული ბოჰოლი ფილიპინებს არქიპელაგის სიდიდით მეათე კუნძულია და ნამდვილ ტროპიკულ სამოთხეს წარმოადგენს  ულამაზესი ბუნებით და სანაპიროებით. კუნძული ტურიზმის და დაივინგის ცენტრს წარმოადგენს.  კუნძჲლის ფართობი 3269 კმ²-ია, სანაპირო ზოლის სიგრძე კი 216 კილომეტრს შეადგენს. გარდა დაივინგისთვის ზედგამოჭრილი, იდეალური სანაპიროსი, აქაურობა ულამაზესი მდინარებითაცაა ცნობილი. ცენტრალური და ყველაზე დიდი მდინარე ლობოკია, რომელიც ცენტრში იღებს სათავეს და სანაპირომდე ჩაედინება.  კუნძულზე უამრავი ჩანჩქერი და გამოქვაბულია. მაგრამ ყველაზე ცნობილი მაინც აქაური შოკოლადის მთებია.     article2609   ???????????????????????იდეალური კონუსის ფორმის მქონე ათასზე მეტი გორაკი 50 კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული. მათი სიმაღლე 30-დან 121 მეტრამდე მერყეობს. ჩვეულებრივ მათი ზედაპირი მწვანე ბალახითაა დაფარული, მაგრამ მშრალი სეზონის ბოლოს ბალახი ხმება და შოკოლადის ფერს იძენს, რის შედეგადაც გორაკები ტრიუფელის კანფეტებს ემსგავსებიან, ხოლო წვიმების მოსვლის შემდეგ რძიანი შოკოლადის ფერი შავი შოკოლადით იცვლება. chocolate-hills-004იმის გამო რომ ლანდშაფტი უნიკალურია, მის წარმოშობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობაში უამრავი ლეგენდა შეიიქმნა. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ამ ადგილას ორი გოლიათი ცხოვრობდა, რომლებიც ერთმანეთს მტრობდნენ. ისინი ერთმანეთს უზარმაზარ ბელტებს ესროდნენ, რომელბიც ბრძოლის შემდეგ მიწაზე ხელუხლებლად დარჩა და  ასე წარმოიქმნა შოკოლადის მთები. მეორე ლეგენდის მიხედვით აქ გიგანტი, სახელად აროგო ცხოვრობდა, რომელსაც ძალიან შეუყვარდა მშვენიერი გოგონა ალოია. ვინაიდან ჩვეულებრივი ხალხი გოლიათებთან შედარებით ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობს, გოგონას სიკვდილის შემდეგ დადარდიანდა და ძალიან დიდხანს გლოვობდა. ეს გორაკები მისი ცრემლების ნაკვალევია.    chocolate-hills-005chocolate-hills-011მაგრამ მეცნიერებს ამ ლეგენდების არ სჯერათ და საკუთარ ჰიპოთეზებს გვთავაზობენ, რომლებიც ასევე ბევრნაირია. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს მარჯნის რიფების ნაშთებია, რომლებიც წვიმამ და ქარმა გამორეცხა. მეორე ვერსიის მიხედვით, რომელიღაც ძველი ვულკანის აქტივობის შედეგია. მესამე ვერსიის მიხედვით, ადრე აქაურობა წყლის ქვეშ იყო მოქცეული ორგანული ნარჩენები საუკუნეების მანძილზე ილექებოდა. მას შემდეგ, რაც წყლის დონემ დაიწია და გორაკები მიწის ზედაპირზე გამოჩნდა, უკვე ბუნებრივმა სტიქიებმა იმუშავა და ასეთი მოწესრიგებული ფორმეის გორები ჩამოყალიბდა. ერთი რამ ცხადია- ეს ადამიანის ხელით არაა გაკეთებული.   chocolate-hills-017რატომ ქვია აქაურობას შოკოლადის მთები? თავდაპირველად მათ კარმენის მთები ერქვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ამერიკელმა ტურისტმა შოკოლადის კანფეტებს "Hershey Kisses" შეადარა,  ტურისტების დიდი უმრავლესობა სწორედ ასე მოიხსენიებს, მათი პოპულარობა კი დღითი-დღე იზრდება. მათთვის, ვისაც ხედების გადაღება უნდა, ერთ-ერთი გორაკზე სპეციალური პანორამული მოედანია მოწყობილი. ტურისტული ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული. აქ უამრავი სასტუმრო, რესტორანი და სუვენირების მაღაზიაა. 1988 წელს ეს ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემვიდრეობის სიაშიც შევიდა.chocolate-hills-023  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
38 %
არა
30 %
გააჩნია მიმართულებას
33 %