კანიო კრისტალესი - მდინარე, რომელსაც თხევად ცისარტყელას უწოდებენ

კოლუმბიაში ერთი უჩვეულო მდინარე მოედინება.  წლის უმეტეს დროს ის არაფრით განსხვავდება სხვა მდინარეებისგან - გამჭვირვალე წყალი, ამწვანებული ნაპირები... მაგრამ ივლისიდან ნოემბრამდე, როცა წვიმების სეზონი იწყენა და მდინარეში წყლის დონე იმატებს, მდინარე უეცრად სახეს იცვლის და ნამდვილ ცისარტყელად იქცევა. მდინარე წითელ, შავ, ყვითელ, მწვანე და ლურჯ ფერებში იღებება. განსაკუთრებით მატულობს წითელი შეფერილობა ცხელ და მზიან დღეებში  - სწორედ ასეთ ამინდში ურჩევენ ტურისტებს მდინარის მონახულებას. შეფერილობა აქაური წყალმცენარეების ბრალია - Macarenia clavigera მდინარეს წითლად ღებავს, ხოლო clavija macarinence მწვანე შეფერილობას აძლევს. ყვითელი და შავი ტონები ქვიშის და სხვა წყალმცენარეების დამსახურებაა, ხოლო ცის ფერს კი თვითონ წყალი ირეკლავს. ასე იქმნება ფერთა ის პალიტრა, რის გამოც მდინარეს ადგილობრივები "ხუთი ფერის მდინარეს", "თხევად ცისარტყელას" და "მსოფლიოში ყველაზე ლამაზ" მდინარეს ეძახიან.
cano-cristales-001cano-cristales-002cano-cristales-004
მდინარის წყალი იმდენად სუფთაა, რომ გამოხდილ წყალს მოგვაგონებს. ვინაიდან მასში მინერალების და მარილების შემცველობა პრაქტიკულად ნულია, სასმელად გამოუსადეგარია და ვერც თევზებს და ფაუნის სხვა წარმომადგენლებს შეხვდებით. მდინარეზე ალაგ-ალაგ გვხვდება დიდი ზომის, მრგვალი ორმოები, რომლებსაც "მოიასებს" უწოდებენ. მოიასები ძალიან პოპულარული საბანაო ადგილებია და იძახიან, რომ როცა მასში ბანაობ, სხეულს  და გონებას საოცარი სიმსუბუქე ეუფლება. აქ უამრავი ჩანჩქერი, ბუნებრივი აუზი და ჭორომია. წყლის სიღრმე ზოგ ადგილას 15 მეტრამდე აღწევს.  მდინარე საკმაოდ ჩქარი და ბობოქარია.
  cano-cristales-006cano-cristales-009cano-cristales-014cano-cristales-016 კოლუმბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო 2009 წლამდე მდინარეზე მოხვედრა ადამიანთა უმეტესობისთვის შეუძლებელი იყო. პირველი ექსკურსიები კი 2009 წელს გაიმართა. მდინარეზე მოხვედრა საკმაოდ რთულია, ვინაიდან ცივილიზაციისგან ძალიან დაშორებულია. აქ მოხვედრა ორი გზით შეიძლება: ვილვისენსიოდან  ნაკრძალამდე თვითმფრინავის ყოველდღიური რეისებია. ბოგოტადან კი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეგიძლიათ გაფრინდეთ. მდინარის ტერიტორია დაცულია, რადგან იუნესკოს მსოფიო მემკვიდრეობის სიაში შედის. აქ ღამით დარჩენა ან/და კოცონის დანთება აკრძალულია. cano-cristales-018cano-cristales-023cano-cristales-029
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %