turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
Turebi Ge
მსოფლიო date 11 ნოემბერი 2015 count 9997

მადაგასკარის გაქვავებული ტყეები

მადაგასკარზე, ცინგი-დე-ბემარახას ნაკრძალში უცნაური კლდეები პირდაპირ მიწიდან იზრდებიან და წაწვეტებული კიდეები ზეცისკენ აქვთ მიმართული. ამ საოცარ ადგილს "ქვის ტყეს" ეძახიან. სახელწოდებამ შეიძლება ადამიანი დააბნიოს, თუმცა სახელწოდებას ხეებთან მხოლოდ ის კავშირი აქვს, რომ კლდეების ეს მასივი ფორმით ძალიან წააგავს ტყეს.13271160-R3L8T8D-620-enhanced-26155-1422974957-29   tsingy-de-bemaraha-002მადაგასკარზე ცინგი-დე-ბემარახას ნაკრძალი 1927 წელს შეიქმნა. ნაკრძალი დასავლეთ სანაპიროზეა განლაგებული და 152 ჰექტარს მოიცავს. ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კირქვის წვეტებითაა დაფარული და აქაურობის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მაღალი, ციცაბო და წვეტიანი კლდეების სიმაღლე ზოგჯერ 70 მეტრამდეც კი აღწევს.  რუხ მასივში მხოლოდ ალაგ-ალაგ მოჩანს მწვანე მცენარეულობა. tsingy-de-bemaraha-004იმ ადგილას, სადაც ახლა ქვის ტყეა, მილიონობით წლის წინ ოკეანე იყო, რომელმაც კირქვის მასივები გამორეცხა. მას შემდეგ, რაც ოკეანემ უკან დაიხია, მასივები წყლის ზედაპირზე გამოჩნდა და ხმელეთზე მოექცა. ქარმა და წვიმამ დროტა განმავლობაში ნელ-ნელა დაასრულა ოკეანის მიერ დაწყებული მასივის ფორმირება და დღევანდელი სახე მისცა იმ წვეტიან კლდეებს, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ.   tsingy-de-bemaraha-006   tsingy-de-bemaraha-008კლდეები იმდენად ახლო-ახლოსაა ერთმანეთთან განლაგებული, რომ გავლა თითქმის შეუძლებელია. გადაადგილება მხოლოდ უწვრილესი ბილიკებითაა შესაძლებელი, რომლის დროსაც ფეხქვეშ უნდა იყურო, რადგან აქ სწორ ზედაპირს პრაქტიკულად ვერ ნახავთ. სწორედ ამიტომაც ეწოდება "ცინგი", რაც მალაგიური ენიდან ითარგმნება როგორც "ფეხის წვერებზე სიარული". იშვიათად თუ შეხვდებით მწირ მცენარეულობას, რომლებიც ქვის კედლებს შორისაა მოქცეული.   tsingy-de-bemaraha-009   tsingy-de-bemaraha-012   tsingy-de-bemaraha-014   tsingy-de-bemaraha-016აქაური მცენარეულობა იშვიათ სახეობებს მიეკუთვნება. გარდა მცენარეულობისა, აქ ნახავთ თეთრ ლემურებს, რომლებიც ასევე მცირერიცხოვან და იშვიათ სახეობას წარმოადგენენ. აქვე დაფრინავენ წითელ წიგნში შეტანილი ფრინველებიც. ნაკრძალის ტერიტორიაზე იზრდებიან ქსეროფიტული მცენარეებიც, აქვეა ხელუხლებელი, ფოთოლმცვენი ტროპიკული ტყეები. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდინარე მანამბოლო ჩამოედინება.tsingy-de-bemaraha-018   tsingy-de-bemaraha-022 ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. მნახველებისთვის ცინგი-დე-ბემარახას ტერიტორიის მცირე  ნაწილი 1998 წელს გაიხსნა, ხოლო ზოგ ადგილას შესვლა დრემდეაკრძალულია. ქვის ტყით დატკბობა შესაძლებელია ამისათვის სპეციალურად მოწყობილ პანორამულ მოედნებზე. იმ შემთხვევაში თუ უფრო ახლოს გსურთ კლდეებთან მოხვედრა, დაკიდული ხიდების და ბილიკების მეშვეობით ამის გაკეთებაც შეიძლება, თუმცა ეს საკმაოდ ექსტრემალური საქმიანობაა და გარკვეულ გამოცდილებასაც კი მოითხოვს. tsingy-de-bemaraha-023   tsingy-de-bemaraha-025
მსგავსი სიახლეები