turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge
აზია date 10 ნოემბერი 2015 count 9119

იაპონიის 3 საუცხოო ტურისტული ადგილი

ჩანჩქერი ნაჩი ნაჩი იაპონიაში ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია.  ის 133 მეტრის სიმაღლეზე ჩამოედინება და 13 მეტრია სიგანეში.  ძველად, მასთან ახლოს ბუდისტების  მონასტერი მდებარეობდა, რომელიც დაინგრა რესტავრაციის დროს  მე–19 საუკუნეში.  1918 წელს მონასტრის ადგილას  არქეოლოგებმა აღმოაჩიენს დიდი რაოდენობით არტეფაქტები.  მათ შორის:  სარკეები და მინი ქანდაკებები. Nachi-Taisha-Shrine-and-Waterfall2007/10/08 11:33   ტოტორის უდაბნო ვინ იფიქრებდა, რომ იაპონიას საკუთარი პატარა უდაბნო აქვს?   მართალია, ეს ადგილი  ვერც საჰარას შეედრება და ვერც ბუნებრივი მახასიათებლებიც  ჯდება უდაბნოს განმარტებაში, თუმცა ერთი შეხედვით ნამდვილად უდაბნოა. უდაბნოს   ქალაქ ტოტორთან ახლოს აღმოაჩენთ, ჰონსიუს კუნძულთან.  ქვიშის დიუნები 16 კილომეტრის სიგრძისაა, ხოლო  სიგანე 2 კმ-ია. უდაბნო ათასი წლის წინ შეიქმნა, მდინარის მიერ ჩამოტანილი ქვიშით.  ტოტორის უდაბნო იაპონიის ღირსშესანიშნაობაა.  დიუნები   2,5 მილიონ ტურისტს იზიდავს ყოველწლიურად.   8102_028102_01tottori_02   ადაჩის ბაღი იაპონია  გამოირჩევა უმშვენიერესი ბაღებითაც.  როგორც ამბობენ იაპონელებს  დახვეწილი და გამორჩეული გემოვნება აქვთ. 1980 წელს ადაჩი ზენკომ  ხელოვნების მუზეუმი შექმნა. მან იმოგზაურა იაპონიაში, შეაგროვა სხვადასხვა სახეობის  მცენარეები  და ქვები თავისი ბაღისათვის. მუზეუმი  6 ბაღისგან შედგება.  ბაღში არის  15 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი და ტბა  თევზებით.  ბაღში ვიზიტორები არ შეიშვებიან. მათთვის შექმნილია სპეციალური პავილიონი პანორამული ფანჯრებით და  სკამებით.   adachi-museum-of-art37096928Adachi-4-1024x765    
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარეთ ზაფხულის შვებულება?
სად გაატარეთ ზაფხულის შვებულება?
საქართველოში
71 %
ევროპაში
16 %
აზიაში
5 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
3 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
1 %