აზია date 13 ნოემბერი 2015
count 15080

14 ყველაზე უჩვეულო შადრევანი (ნაწილი II)

მსოფლიოს უამრავ შადრევანს შორის არიან ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული შადრევნები. ჩვენ დღეს განსაკუთრებულებზე მოგიყვებით, რომლებიც მსოფლიოს ყველა წერტილში არიან გაბნეულნი. ნაწილი I

8. სიმდიდრის შადრევანი, სინგაპური

14753460-R3L8T8D-1000-fountain-of-wealth-with-suntec-towers-at-dusk-in-singapore-1600x1219ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შარდევანია. ლეგენდის მიხედვით, თუ საათის ისრის მიმართულებით სამ წრეს შემოუვლი შადრევანს ისე, რომ ხელი მუდამ წყალში გექნება, ნებისმიერი სურვილი აგიხდება. ტურისტების დიდი უმეტესობა ცდუნებას, რასაკვირველია, ვერ უძლებს.

9. შადრევანი 71, აშშ

14754310-R3L8T8D-1000-3649292768_dc661c8b16_bბეჭდის ფორმის შადრევანი აშშ-ს 71-ე ავტოსტრადაზეა განთავსებული. წრიულად განლაგებული ჭავლები ცენტრში იკვეთებიან და ულამაზეს სანახაობას ქმნიან.

10. შადრევანი-მორევი, დიდი ბრიტანეთი

14754610-R3L8T8D-1000-153835 უილიამ პაიმ შადრევნებზე წარმოადგენა თავდაყირა დააყენა. როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.  აქ წყლის ჭავლებს ვერსად ნახავთ - წყლის დიდ აუზში ერთი, უზარმაზარი მორევია მოთავსებული. შადრევანი სასატუმრო "Seaham Hall"-ის შესასვლელთან, სანდერლენდში, ინგლისში მდებარეობს.  შადრევნის უცნაური ფორმის მიუხედავად, სურვილის ჩათქმის და მონეტების ჩაყრის იდეა ბევრ ვიზიტორს უჩნდება, რის გამოც ხშირად ფუჭდება შადრევნის მექანიზმები. გამჭვირვალე ცილინდრის სიმაღლე 2.3 მეტრია, ხოლო დიამეტრი 2.4 მეტრს შეადგებს. წყლის დონე მუდმივად იცვლება და შესაბამისად მორევიც ყოველთვის სხვადასხვა დონეზეა.

11. სტრავინსკის შადრევანი, საფრანგეთი

14755710-R3L8T8D-1000-Stravinsky-fountainშადრევანი 1983 წელს შექმნეს შვეიცარიელმა არქიტექტორმა შან ტენგლიმ და მისმა მეუღლემ, ფრანგმა ხელოვანმა ნიკი დე სენ-ფალმა. შადრევანი რუს პიანისტს, დირიჟორს და  კომპოზიტორს - იგორ სტრავინსკის ეძღვნება, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა საფრნგეთში. ეს ადგილი ძალიან უყვართ პატარა დამთვალიერებლებს.

12. შადრევანი "ბელაჯიო", აშშ

14759360-R3L8T8D-1000-Bellagio-Fountains-9 სასტუმრო Bellagio-ს წინ მოცეკვავე შადრევნების ულამაზესი შოუ ლას-ვეგასის განუყოფელი ნაწილია. რეპერტუარი სტაბილურია - ბროდვეის ჰიტები, უბერებელი პოპ-ბალადები და კლასიკური მუსიკის ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მონაკვეთები. განსაკუთრებით ეფექტურია შადრევანი საღამოობით - როცა ნაირფერადაა განათებული. შადრევნით დატკბობა შეიძლება პირდაპირ სასტუმროს ტერასიდან. მართალია ის გარშემომყოფი რესტორნებიდან და შენობებიდანაც კარგად ჩანს, მაგრამ ხმის ხარისხი შედარებით უარესია.

13. ხიდი-შადრევანი "მთვარის გზა". სამხრეთ კორეა

most-fontan-radugiმსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი-შადრევანი გინესის რეკორდების წიგნშია შესული. შადრევანი ოფიციალურად 2009 წელს გაიხსნა. ის სეულში, სამხრეთ კორეაში მდებარეობს.

14. გრაფიკული შადრევანი. იაპონია

14760810-R3L8T8D-1000-maxresdefault-1ოსაკეში, იაპონიაში, უჩვეულო შადრევანი მდებარეობს. ჯერ ერთი, შადრევანი ყოველთვის ზუსტ დროს უჩვენებს, მეორე მხრივ კი, წყლის ჭავლები ისეა განლაგებული, რომ ნებისმიერი ნახატის, სურათის და წარწერის გამოსახვა შეუძლიეა. ნაწილი I

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
43 %
ევროპაში
24 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %