როგორ შევაყვაროთ ბავშვს მოგზაურობა - 8 სასარგებლო რჩევა

მოგზაურობის მოყვარული მშობლები, როგორც წესი, პატარებს სახლში ტოვებენ. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვილთან ერთად მოგზაურობა საკმაოდ ძვირიც ჯდება და ბევრი იმედგაცრუებაც ახლავს თან. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ საჭიროა ბავშვმა მოგზაურობა ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს. ამისათვის კი მშობლებს რამდენიმე რჩევას სთავაზობენ.

1. უყიდეთ გლობუსი და ატლასი ადრეულ ასაკში 

როგორ გვინდა, რომ ბავშვს მოუნდეს იმის ნახვა, რაც არ იცის რა არის? გლობუსი და ატლასი კარგი ინსტრუმენტებია წარმოსახვითი მოგზაურობისთვის, ასევე იმის საჩვენებლად, თუ რამდენი სხვადასხვა ქვეყანა და კულტურა არსებობს. travelling-with-children-in-egypt

2. უამბეთ თქვენი მოგზაურობის ისტორიები

ბავშვებს უყვართ ისტორიები, განსაკუთრებით თუ მთხრობელი თავად იყო ამ ისტორიის ერთ-ერთ როლში. შეიტანეთ ისტორიებში ზღაპრული ელემენტები, აჩვენეთ მოგზაურობის ამსახველი ფოტოები. თუმცა არ გადააჭარბოთ და რამდენიმე საათიანი სლაიდშოუ არ მოუწყოთ, თორემ შეიძლება საპირისპირო ეფექტი მიიღოთ.

3. შემოიკრიბეთ თქვენს გარშემო მოგზაური მეგობრები

ასეთ მეგობრებთან თქვენი საუბრები და ისტორიების გახსენება ბავშვისთვის მოგზაურობის შთაგონება გახდება. ასე ხდება მოგზაურობის ნორმალიზაცია მის ცხოვრებაში და უფრო დიდი მოტივაცია ექმნება, რომ ერთ დღესაც თითონაც ჩაალაგოს ჩემოდანი და იმოგზაუროს.

4. გამოუმუშავეთ ადაპტაციისა და გამძლეობის უნარი

ეს მათ დაეხმარებათ პანიკის გარეშე გაუმკლავდნენ პრობლემებს. შესაბამისად, მათ მომავალში აღარ ექნებათ შიში, რომ შეიძლება ფრენისას რაიმე პრობლემა შეიქმნას, სასტუმროს ნომერი დაკავებული დახვდეს და ა.შ. nature_traveler_child_backpack_moods_high_contrast_hd-wallpaper-357567

5. ხელი შეუწყვეთ მათ ცნობისმოყვარეობას

საუკეთესო მოგზაურები  ცნობისმოყვარე ადამიანები არიან. შეისწავლეთ და აღმოაჩინეთ იდეები ბავშვებთან ერთად, ამით თქვენ მას მომავლის მისწრაფებების საფუძველსაც შექმნით და მათთან ერთად, შესაძლოა, თქვენც ბევრი ახალი აღმოაჩინოთ საკუთარ თავში.

6. ასწავლეთ, რომ დაუჯერონ საკუთარ შინაგან ხმას

საკუთარი ინსტიქტების ერთმანეთთან დაკავშირების სწავლა გვეხმარება მომავალი მოგზაურის  გაზრდაში. შინაგანი ხმის მოსმენა მათ დაეხმარებათ სახიფათო სიტუაციის თავიდან აცილებაში და საინტერესო აღმოჩენების გაკეთებაში. Child with Suitcase

7. გამოიყენეთ "შვიდის" წესი

ბავშვებმა პირველივე ცდაზე ნაკლებად იციან რაიმე მოსწონთ თუ არა. როგორც ამბობენ, ახალი საკვები ბავშვებს მინიმუმ 7 წლის ასაკში უნდა მივაწოდოთ და ვცადოთ მისი შეყვარება, სანამ დანამდვილებით არ იცის მოსწონს თუ არა. ამ წესის რბილად გამოყენება შეგვიძლია მოგზაურობის შეყვარებისათვისაც.

8. იმოგზაურეთ მასთან ერთად

როცა იგრძნობთ, რომ მასთან ერთად მოგზაურობისთვის მზად ხართ - არ აქვს მნიშვნელობა ის რამდენიმე კვირისაა, უკვე სიარული და საუბარიც შეუძლია თუ საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მოგზაურობის შთაბეჭდილებები დაიმახსოვროს - დაიწყეთ მასთან ერთად მოგზაურობა, თუნდაც მოკლე მარშრუტებზე. უბრალოდ გასცდით სახლს და აჩვენეთ მას სამყარო ახალი კუთხით. Family with suitcases in an airport  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %