Turebi Ge

10 კუნძული რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო. ნაწილი II

მათთვის, ვისაც ზღვა და გარუჯვა უყვარს  ეს კუნძულები დასვენების იდეალური ადგილია - მცირე მასშტაბები, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა, მზიანი დღეები და ულამაზესი პლაჟები წელიწადის ნებისმიერ დროს თქვენს განკარგულებაშია

6. მადეირა, პორტუგალია

shutterstock_127240979-630x365
ფართობი: 785 კვ.კმ მოსახლეობა:≈267 ათასი საშუალო ტემპერატურა, °С: +30 ზაფხულში და +20 ზამთარში ენა: პორტუგალიური
მადეირას არქიპელაგი, რომელიც პორტუგალიიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, ორი დასახლებული და რამოდენიმე დაუსახლებელი კუნძულისგან შედგება. რბილი კლიმატის და გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით აქ საკურორტო სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. სწორედ ამიტომ ეძახიან მადეირას მუდმივი გაზაფხულის კუნძულს. აქ არაა მდიდრული და თვალისმომჭრელი პლაჟები, მაგრამ სიჩუმე და სიმყუდროვე, ულამაზესი ლანდშაფტები და რელაქსაციური გარემო ამის კომპენსაციას კარგად ახერხებს. არქიპელაგის მთავარი კურორტი ფუნშალია, რომელიც დედაქალაქსაც წარმოადგენს. ქალაქი ციცაბო ფერდობზეა გაშენებული და მთლიანად ყვავილებშია ჩაფლული.   პეიზაჟების სრულყოფილად დათვალიერება ყველას შეუძლია, თუ საბაგირო გზით გაისეირნებს. ქალაქის შემოგარენში კი   ბოტანიკური ბაღია გაშენებული. https://youtu.be/6wV8xshROFI ეთნიკის მოყვარულებს შეუძლიათ კამარა დე-ლობუშს და კურალ-დაშ-ფრეირაშს- უძველეს, აუთენტურ სოფლებს ეწვიონ. კამარა-დე-ლობუში მეთევზეთა პატარა სოფელია და  სანაპიროზე უამრავი ფერადი ნავი ელოდება მეთევზეებს. სწორედ აქ ამზადებენ ცნობილ მადერას. დიახ, მადეირა მადერას სამშობლოა. კურალ-დაშ-ფრეირაში ჩამქრალი ვულკანის კრატერში მდებარეობს და ამ პატარა სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობა წმინდა კლარას მონასტერია, სადაც მეთექვსმეტე საუკუნეში ბერები აფარებდნენ თავს მეკობრეების თავდასხმისგან. https://youtu.be/rnTo-MLxHXg  

7. ბალი, ინდონეზია

shutterstock_105983027-630x319
ფართობი: 5 780 კვ.კმ მოსახლეობა: ≈3,8 მილიონი საშუალო ტემპერატურა, °С: +30 ზაფხულში და +33 ზამთარში ენა: ინდონეზიური
ბალი ინდონეზიის არქიპელაგის მსხვილი კუნძულია და ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. ბალის შესახებ ალბათ უკვე უამრავი რამე გსმენიათ, ტყუილად არ ეძახიან ტურისტები ამ კუნძულს ზღაპრულს. ულამაზესი პეიზაჟები, თვალუწვდენელი ოკეანე და რელიგიური ცერემონიები ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის. https://youtu.be/qjP4QdZK7tc ბალიზე რამოდენიმე საკურორტო ცენტრია. კუტა - ყველაზე პოპულარული და ხმაურიანია, აქ ცხოვრება მთელი წლის მანძილზე ჩქეფს. ნუსა-დუა და ჯამბარანი ყველაზე ფეშენებელური კურორტებია, საუკეთესო სასტუმროებით და რესტორნებით. ტანჯუნგ ბენოა ყველაზე თანამედროვეა და სპა-სალონების სიმრავლითაა ცნობილი. სანური კი ოჯახური დასვენებისთვისაა განკუთვნილი. აქ მოსახერხებელი პლაჟი, სიმშვიდე და შედარებით ჩუმი გარემოა. ბალიზე უამრავი სანახაობაა: პირველყოფილი ლანდშაფტები, ტროპიკული ტყეები, ვულკანები კუნტამანი, გუნუნგ-ბატური და გუნუნგ-აგუნგი და ასევე უამრავი, უძველესი ინდონეზიური ტაძარი. მთავარი საწყლოსნო სპორტი სერფინგია. ბალი დიდი ტალღებითაა ცნობილი. პლაჟებიდან საუკეთესოა ულუვატუ და ბინგინი, ასევე პოპულარულია კუტა, სადაც უამრავი სკოლაა სერფინგის შესწავლის მსურველთათვის. https://youtu.be/CI6Vhi2aJ4g  

8. მავრიკი

shutterstock_87601330-630x363
ფართობი: 1 865 კვ.კმ მოსახლეობა:≈1,3 მილიონი საშუალო ტემპერატურა, °С: +25 ზაფხულში და +35 ზამთარში ენა:ინგლისური და ფრანგული
მავრიკი კუნძულოვანი სახელმწიფოა ინდოეთის ოკეანეში. ყველაზე მსხვილი და მთავარი კუნძულის, მავრიკის გარდა ქვეყნის შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე კუნძული შედის. აქ ზაფხული არასოდეს  მთავრდება. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ +27 გრადუსია. კუნძული მარჯნის რიფებითაა გარშემორტყმული, რაც ყველაზე მეტად დაივერებს გაახარებთ, ხოლო სანაპიროები მსოფლიოს ყველაზე სუფთა სანაპიროებს შორის სახელდებიან. ყველაზე პოპულარული პლაჟები ფლიკ-ან-ფლაკი, ბელ-მარი (ძალიან მშვიდი და წყნარი ყურე), პერეიბერი (პლაჟის წვეულებების მოყვარულთათვის), ტრუა-დ'დუსი და ა.შ. მავრიკზე უამრავი ფეშენებელური სასტუმროა. კუნძული გამოირჩევა იმით, რომ აქ უამრავ კულტურას და ენას შეხვდებით. ხშირად იმართება კოსტიუმირებული წარმოდგენები, ცეკვები და ა.შ. https://youtu.be/ecRy6PUWyC0   მავრიკი ღრმა წყლის თევზაობითაა ცნობილი. ამისათვის საუკეთესო ადგილი დასავლეთ სანაპიროს ყურეებია, ხოლო საუკეთესო დრო სექტემბრიდან აპრილამდეა, ასევე ივნისი და ივლისიც. ამ კუნძულის სანაპიროებთან არაერთი რეკორდული ზომის თევზი დაუჭერიათ. ასევე ძალიან პოპულარულია ვინდსერფინგი და კაიტსეფინგი. დეკემბრიდან მაისამდე აქ ძლიერი ქარები ქრის, რაც ამ სპორტისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.  საუკეთესო ადგილად სერფინგისთვის  ტამარინის ყურე ითვლება. ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ ეროვნულ პარკებს ეწვიონ, მათ შორის "ვოლმარას", "მაჰაბი ბელომბის", "კუნ-დე-მირის" და ა.შ.

9. ბორა-ბორა, ფრანგული პოლინეზია

shutterstock_163954109-630x351
ფართობი: 38 კვ.კმ მოსახლეობა:≈8 927 ადამიანი საშუალო ტემპერატურა, °С: +30 ზამთარ-ზაფხულ ენა: ფრანგული
ბორა-ბორა მარჯნის კუნძულია, რომელიც ტაიტის ახლოს, წყნარ ოკეანეში მდებარეობს. ბორა-ბორა ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ კუნძულად ითვლება მსოფლიოში. ლაჟვარდისფერი სანაპირო, პალმის ხეები, თეთრი ქვიშა და მზე - სრული რელაქსაცია გარანტირებულია. https://youtu.be/a18mQTEbGAo   ბორა-ბორას მთავარი ღირსშესანიშნაობა ლაგუნებია.  კუნძული ხიმინჯებზე შემდგარი გუნგალოებითაა ცნობილი და ითვლება რომ მშვიდი დასვენების იდეალური ადგილია. მთელი დღე შეიძლება იწვე ქვიშაზე და ინებრივო. ულამაზესია აქაური წყალქვეშა სამყაროც. https://youtu.be/TCTsrw-Qff4    

10. ფერნანდუ-დი-ნორონია, ბრაზილია

shutterstock_179219948-630x367
ფართობი: 26 კვ.კმ მოსახლეობა: ≈3 108 ადამიანი საშუალო ტემპერატურა, °С: +28 ზამთარ-ზაფხულ ენა: პორტუგალიური
ფერნანდუ-დი ნორონია არქიპელაგია, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს, ბრაზილიის აღმოსავლეთ სანაპიროდან 354 კილომეტრში და 21 კუნძულისგან შედგება. მათი დიდი უმრავლესობა დაუსახლებელია. ფერნანდუ-დი-ნორონია ყველაზე დიდი და დასახლებული კუნძულია. სახელწოდება იმ ვაჭრის საპატივსაცემოდ მიიღო, რომელის იმ ექსპედიციას აფინანსებდა, რომელმაც ეს კუნძული აღმოაჩინა. https://youtu.be/1oAiJyTmaLY   2001 წელს კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვდა. კუნძულის მონახულების უფლება შეზღუდული რაოდენობის ხალხს აქვს, ამიტომ ტურისტების ბრბოებს აქ ვერ შეხვდებით.  ბუნება ულამაზესი და გასაოცარია. აქ იშვიათი ჯიშის ქვეწარმავლები და მღრღნელები ბინადრობენ. მაგრამ ყველაზე საინტერესო წყალქვეშა სამყაროა. კუნძულზე პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში მუდმივი ტემპერატურაა, კლიმატი ტროპიკულია და წვიმების სეზონი იანვარ-მარტს ემთხვევა. კუნძულის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო ის მცირერიცხოვანი ტურისტებია, რომელთაც გაუმართლათ და კუნძულზე ვიზიტის უფლება მიიღეს. მიუხედავად შეზღუდვებისა, ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული. სანჩოს სანაპირო ბუნებრივი კლდეებითაა გარშემორტყმული და დაივერევის საყვარელ ადგილს წარმოადგენს. კონსეისანი ერთ-ერთი პოპულარული პლაჟია გარუჯვის მოყვარულთათვის. მათ, ვისაც დელფინების ნახვა უნდათ, პლაჟ Golfinhos-ს უნდა ეწვიონ, ხოლო ულამაზესი მზის ჩასვლის სანახავად სანტუ-ანტონინას ყურეს უნდა მიაშუროთ. https://youtu.be/wQPPJnN0fxA   კუნძულის მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობა ნოსა-სენიორა-დუშ რემედიოსის ფორტია, რომელიც ზღვის დონიდან 45 მეტრზე მდებარეობს. ოდესღაც ეს ფორტი კუნძულს მტრისგან იცავდა, დღეს კი მიტოვებულია და ტურისტების საყვარელ საბოდიალო ადგილს წარმოადგენს. ნაწილი Ihttp://blog.turebi.ge/10-islands
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
39 %
ევროპაში
26 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %