ბირთვისები - აუღებელი ციხე

ბირთვისის ციხის კომპლექსი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით  მდებარეობს. ბირთვისი ბუნების  გამორჩეული ძეგლი და საქართველოს დიდი ისტორიის მოწმეა. თავის დროზე ბირთვისის ციხე თითქმის აუღებლადაც ითვლებოდა და მე-18 საუკუნის ბოლომდე მტკიცედ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე. იგი ბუნებრივად  მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს. ბირთვისის ციხე ისტორიულ წყაროებში მე-11 საუკუნიდან იხსენიება.  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი მე-15 საუკუნეში მოხდა. თემურლენგი მერვედ და უკანასკნელად შემოესია საქართველოს. ბირთვისის აღებას იგი თვითონ ჩაუდგა სათავეში. ციხეს ალყა შემოარტყა და ლოდსატყორცნიდან დაუშინა ქვები. სროლა წუთითაც არ წყდებოდა.  ერთ ღამეს ლოდსატყორცნი უეცრად დადუმდა, ამ დროს კლდეზე მცოცავებმა შეაღწიეს ციხეში და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, თუმცა უკვე გვიანი იყო ბირთვისი დაეცა. გადარჩენილი ქართველები თემურლენგმა სიკვდილით დასაჯა. ბირთვისიbirtvisi-08 ციხისკენ მიმავალ გზას მივყავართ ვიწრო კარამდე. შიგნით, ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე, პატარა ეზო იქმნება. აქედან იწყება ციხე. მაგრამ ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. აქედან, ამ წვეტიანი მთების ძირები ისე ღრმადაა, რომ ზემოდან ძლივს მოჩანს. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ. „შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი. ბირთვისი, ბირთვისები მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. აქ ძირითადად 2 დღიანი ლაშქრობების ეწყობა და ხშირად ნახავთ კარვებში დაბანაკებულ მოლაშქრეებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბირთვისის კომპლექსის გენერალური რუკა არ არსებობს, სალაშქრო გზის ნაწილი კი ტყეში გადის, რეკომენდირებულია გამოცდილ გამყოლთან ერთად ლაშქრობა. ბირთვისიcf5fcea8ef53
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
38 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
30 %