Turebi Ge

5 ჯერ კიდევ დაუფასებელი ქვეყანა, რომელსაც უნდა ესტუმროთ

ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორისთვის ყველაზე ხშირად მონახულებად ქვეყნებად საფრანგეთი, აშშ და ჩინეთი რჩება. ეიფელის კოშკი თუ თავისუფლების ქანდაკება გარკვეულწილად ჩრდილავს სხვა მიმართულებებს, რომლებიც მოგზაურებისთვის არანაკლებ საინტერესო შეიძლება იყოს. Quora.com-ის მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა ის 5 ქვეყანა, რომელიც, მათი აზრით, ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დაფასებული.
  1. ავსტრია

    ცენტრალური ევროპის ეს ქვეყანა ხშირად იჩაგრება ისეთი პოპულარული მეზობლების ფონზე,  როგორებიცაა ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა და სამხრეთ გერმანიაში მიუნხენი. ამერიკელებს და ევროპელებს ავიწყდებათ, რომ დაახლოებით 100 წლის წინ ავსტრია იყო ევროპის დიდი იმპერიული დედაქალაქი. საოცარი მუზეუმების, სამხატვრო გალერეების თუ სასახლეების ნახვა ვენის უსაფრთხო და სუფთა მეტროს სისტემით შეგიძლიათ. ავსტრიის სათხილამურო ქალაქები კი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. Innsbruck, Austria in Summer with mountains in the rear.. Image shot 2010. Exact date unknown.
    BGA1DH Vienna, Karlskirche. Image shot 2008. Exact date unknown.
    .
  2. მოზამბიკი

    მიუხედავად იმისა, რომ ამ სიაში აფრიკის ბევრი ქვეყანა შეიძლებოდა ყოფილიყო, მოზამბიკი მაინც გამორჩეულია. ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარე თეთრი ქვიშიანი პლაჟები მისი ერთ-ერთი მთავარი პლიუსია.  სანაპიროზე არსებობს ისეთი დაუსახლებელი კუნძულები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, რომ კონკურენცია მალდივებსაც კი გაუწიონ. სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ მრავალფეროვანი ლანდშაფტით, გაეცნონ კოლონიურ არქიტექტურას და უძველეს სავაჭრო ქალაქებს. მოზამბიკი-mozambique-scenes-of-wildlife-and-indian-ocean-tour.jpg.694x0_default
  3. ბუტანი

    ბუტანიც პოპულარული მეზობლებითაა გარშემორტყმული: ჩინეთი, ინდოეთი, ნეპალი. ჰიმალაის მთების აღმოსავლეთით მდებარეობის გამო, ბუტანი მშვიდი და ულამაზესი ხედებით სავსე ქვეყანაა. გარდა ამისა, ქვეყანა აღიარებულია როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ქვეყნად მსოფლიოში. მისი დედაქალაქი Thimphu კი ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში, სადაც შუქნიშანი არ არის. თუმცა ბუტანს აქვს მკაცრი ტურისტული მოთხოვნები. ბუტანიThimphu view, Bhutan. Thimphu is the capital and largest city of Bhutan.
  4. მალტა

    ხმელთაშუა ზღვაში მდებარე მალტა თბილი, იაფი და ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მეზობელ იტალიასა და საბერძნეთთან შედარებით. ადგილობრივები კარგად საუბრობენ ინგლისურად და იტალიურადაც, ამიტომაც კომუნიკაციის პრობლემა მოხსნილია. ადგილობრივ საკვებთან ერთად შეგიძლიათ იტალიური საკვები და ღვინოც საკმაოდ იაფად მიირთვათ. ასევე მოინახულოთ უძველესი მეგალითური ტაძრები. maltaD6PG8X Malta, Gozo, Ggantija Temples, UNESCO peaceful, harmonious, Ggantija Temple, Megalithic Temples of Malta, Gozo, Ggantija Temples
  5. კანადა

    იმის გამო, რომ აშშ იზიდავს ტურისტებს თავისი შთამბეჭდავი ქალაქებით და ეროვნული პარკებით, ჩრდილოელი მეზობლის შარმი ხშირად შეუმჩნეველი რჩება. სნოუბერდისა და სერფინგის ქალაქი ვანკუვერი, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი ტორონტო, ევროპის გარეთ ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურის ქალაქი ქვებექი.  ამ სიცოცხლით სავსე ქალაქების გარდა, კანადის სტუმრებს მრავალფეროვანი ეროვნული პარკებიც ელოდება. kanadaCFBP7C Blue Mountain Vineyard in fall, Okanagan Falls, Okanagan Valley, British Columbia, Canada
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
31 %
გააჩნია მიმართულებას
31 %