turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ყველაზე განსხვავებული ადგილები თაფლობის თვისთვის

ქორწილის დაგეგმვა ყველაზე რთული საქმეა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თაფლობის თვისთვის რომანტიული და საინტერესო ადგილის შერჩევაა. ცოლ-ქმრობის პირველი დღეების გასატარებლად სწორად შერჩეული ადგილი უმნიშვნელოვანესია. ახლადდაქორწინებულთა უმრავლესობა ცნობილ სანაპიროებს ირჩევს, თუმცა არიან წყვილები, რომლებსაც სურთ შედარებით ეგზოტიკურ და მოულოდნელობებით სავსე ადგილებში გაატარონ ქორწინების პირველი დღეები. Quora.com-ის მომხმარებლებმა სწორედ ასეთი ადგილები დაასახელეს.

აზია ბედნიერი ქორწინებისთვის

საინტერესოა ოაჯხური ცხოვრების დაწყება ქვეყანაში, სადაც კეთილდღეობის ზრდის საზომად არა ეკონომიკას (მშპ-ს) არამედ ბედნიერების ზრდის მონაცემებს იყენებენ (Gross National Happiness). ულამაზესი პანორამული ხედები, სმაკურნალო ცხელი ქვების აბაზანები, მდინარის ხმები და რომანტიული ვახშამი სანთლის შუქზე - ასე შეგიძლიათ გაატაროთ თაფლობის თვე ბუტანში. მას შემდეგ, რაც ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგი გახდა, ქვეყანაში ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდა.

 

ბუტანი

 

ბრიტანეთის ჯადოსნური მთები

გარდა იმისა, რომ შოტლანდიის მთებში არაერთი ცნობილი ფილმია გადაღებული, სხვა არაერთი მიზეზიც არსებობს გალურ რეგიონში რომანტიული დღეების გასატარებლად. უძველესი ისტორია, ბუნებრივი ლანდშაფტები, ჯადოსნური ფლორა და ფაუნა. ლოხში, რომელიც შოტლანდიის მთისა და ბარის დამაკავშრებლად განიხილება, წყვილებს შეუძლიათ კაიაკით და კანოეთი ისეირნონ. ელიენ დონანის მე-13 საუკუნის ციხი ცნობილი ქვის ხიდი კი ფოტომოყვარულებისთვის განსაკუთრებით პოპულარული ადგილია.

 

great_castle_landscape_outdoor_isle_british_hd-wallpaper-1904599

 

ევროპის ეგზოტიკური სიურპრიზი

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი და იტალია საოცნებო ქვეყნების სიაში ლიდერობენ, მათი მეზობელი ესპანეთიც არანაკლებ იმსახურებს ყველაზე რომანტიკული და ეგზოტიკური ადგილის სტატუსს. ტოლედოს მოკირწყლული ქუჩები, უძველესი კედლები და მყუდრო რესტორნები, ბოშები და ფლამენკო. თუნდაც ტენერიფეს მზე, ზღვა და ქვიშა. ან სულაც, კანარის კუნძულები - საუკეთესო თაფლობის თვისთვის.

 

Toledo-Spain

 

კანადის თოვლიანი რომანტიკა

წყვილებისთვის, რომლებსაც თაფლობის თვეში მზეზე გარუჯვას, თოვლის კაცუნების კეთება ურჩევნია, კანადის აღმოსავლეთი ზედგამოჭრილია. Fairmont Chateau Lake Louise-ი ახლადდაქორწინებულებს საშუალებას აძლევთ ისრიალონ თხილამურებით, ციგურებით, სასტუმროში ისარგებლონ სპა პროცედურებით, ან დაკავდნენ რაფტინგით.

 

The Fairmont Chateau Lake Louise Hotel, Alberta, Rocky Mountains, Canada, North America

 

განმარტოება ჰიმალაიში

"მინი შვეიცარი" - ასე უქოდებენ ჰიმალაიში დასახლება ხიჯიარს. ის ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მდებარეობს და ფართო მდელოებით, პატარა ტბითა და ფიჭვის ტყეებით გამოირჩევა. შეგიძლიათ ტბის გარშემო ან ფიჭვის ტყეებში ფეხით ან ცხენებით ისეირნოთ, ან სულაც სალაშქრო ბილიკები დაძლიოთ. არ გაგიკვირდეთ თუ გზად ანტილოპას ან შავ დათვსაც გადაეყრებით.

 

p03swdf6  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
49 %
არა
24 %
გააჩნია მიმართულებას
27 %