Turebi Ge

ნოიშვანშტაინის სასახლე - ბავარიის ზღაპრული ციხესიმაგრე

ნოიშვანშტაინის სასახლე გერმანიაში, ბავარიაში, ავსტრიის საზღვართან, სოფელ ფიუსენში, კლდის წვერზე მდებარეობს. სასახლე  ბავარიის მეფის, ლუდვიგ მეორის ფანტაზიის ნაყოფია. ლუდვიგი ტახტზე1864 წელს ავიდა და მაშინვე ბრძანა სამშენებლო პროექტის დაწყება. სასახლის მშენებლობას პარლამენტიც და მეფის დედაც ეწინააღმდეგებოდა, რადგან მისი მშენებლობა ძალიან ძვირი დაჯდა (დაახლოებით 6 მილიონი გერმანული მარკა), მაგრამ უშედეგოდ.

მეფე გატაცებული იყო გერმანული მითოლოგიით, მას ხშირად ლამაზი ოცნებებიც იპყრობდა. ის ვაგნერის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ, რადგან სწორედ ვაგნერი აცოცხლებდა გერმანულ ლეგენდებს და თქმულებებს თავის ოპერებში. ლუდვიგ მეორეს სურდა სასახლე შუასაუკუნეების გერმანული სტილის, ესპანური მავრული და ვაგნერის სასახლეების ელემენტების სტილის შერწყმა ყოფილიყო. მეფის სურვილს არქიტექტორებმა ედუარდ რიდელმა და კრისტიან იანკმა შეასხეს ხორცი.

მეფის უცნაური ცხოვრების წესის და სასახლის ახირების გამო, ის შეშლილად გამოაცხადეს და ტახტიდან ჩამოაგდეს. მოგვიანებით კი თავის ფსიქიატრთან ერთად სტარნბერგის ტბაში დამხრჩვალი იპოვეს. მეფემ სასახლეში მხოლოდ 170 დღე იცხოვრა.

ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე უოლტ დისნეის კინოსტუდიის  სიმბოლოც გახდა, ის ფრანგული დისნეილენდის ემბლემაცაა.

დღეს ნოიშვანშტაინის სასახლე, ყოველდღიურად დაახლოებით 60 000 ვიზიტორს იზიდავს თავისი ულამაზესი არქიტექტურით და დიზაინით. როგორ მიხვიდეთ სასახლემდე? აიღეთ ბილეთი მიუნხენიდან ფუსენის სადგურამდე. ფუსენის სადგურიდან უკვე ავტობუსით შეგიძლიათ გააგრძელოთ გზა ნოიშვანშტაინის სასახლემდე, გაჩერება Hohenschwangau Neuschwanstein Castles, Schwangau-მდე. 

ასევე შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასახლის ტურის ბილეთები მინიმუმ 2 დღით ადრე, შუადღის 3 სთ-მდე. ბილეთის ღირებულება 1,8 ევრო ინდივიდუალური, ბავშვების და სკოლის ჯგუფებისთვის. თუ ჯგუფის რაოდენობა აღემატება 15 კაცს, მაშინ ფასი 0,90 ევრომდე იწევს. ჯავშნის გაუქმება დანიშნულ დრომდე მაქსიმუმ 2 საათით ადრე შეიძლება. სამუშაო საათები: ზამთარში (ოქტომბერი-მარტის შუალედი )  9:00-15:00-მდე, ზაფხულში (მარტი-ოქტომბერის შუალედი)  08:00-17:00 ; 

სასახლესთან ახლოს მდებარეობს 2 სასტუმრო და 4 რესტორანი. იხილეთ ლინკი 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
27 %
აზიაში
6 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
11 %