turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

კაბადოკია - მსოფლიოს მერვე საოცრება

კაბადოკია მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული. მის საოცარ რელიეფს ვულკანური პროცესების შედეგად წარმოქმნილი სვეტები ქმნის. კაბადოკიის ტერიტორიაზე 36-მდე მიწისქვეშა ქალაქია წარმოდგენილი. ისინი ქრისტიანების თავშესაფრად იქცა. კაბადოკია ორი უდიდესი წმინდანის  წმ. ნინოს და წმ. გიორგის სამშობლოა. წმ.გიორგი სო­ფე­ლ გი­უ­ზელ იოზში დაიბადა, ხოლო წმ.ნინო და­ბა ორ­თა­ჰი­სა­ში.

რა ჯდება მოგზაურობა კაბადოკიაში?

კაბადოკიაში, ჯგუფური ტურით შეგიძლიათ გამგზავრება, ფასი საშუალოდ, 300 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

  • მგზავრობა
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება სასტუმროს მიხედვით

 

ჰოლიდეი ჯორჯია

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია ჰოლიდეი ჯორჯია  გთავაზობთ ტურ-პაკეტს კაბადოკიის მიმართულებით.  მოგზაურობის პერიოდია 30-31-მარტი-1-2-3აპრილი.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • კომფორტული მიკრო ავტობუსით მგზავრობა
  • 4* სასტუმრო, ორჯერადი კვებით
  • მუზეუმებში შესასვლელი ადგილობრივი მოსაკრებელი
  • გიდი (ინგლისურ ენოვანი ან რუსულ ენოვანი )
  • კაბადოკიის ტერიტორიაზე ექსკურსიების დროს ლანჩი
  • სამოგზაურო დაზღვევა

კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia,
თრეველთუჯორჯია

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია თრეველ თუ ჯორჯია გთავაზობთ ტურ-პაკეტს კაბადოკიის მიმართულებით.  მოგზაურობის პერიოდია 8-9-10-11 მარტი.

ტურისღირებულებაშიშედის:

  • მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
  • ქართულენოვანი სერთიფიცირებული გიდის მომსახურება
  • კვება - 2 ჯერადი (საუზმე/ვახშამი, შვედური მაგიდა)
  • უკაბელო ინტერნეტი თქვენს ნომერში
  • ღამისთევა სასტუმროში კაბადოკიის 4* სასტუმროში Hotel Mustafa 4 *

კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia,

Must see places

Goreme Open Air Museum

Goreme Open Air Museum  წარმოადგენს დიდ სამონასტრო კომპლექსს, რომელიც პატარა ეკლესიებისგან და კელიებისგან შედგება. ის პირველი ადგილია, რომელსაც ტურისტები სტუმრობენ.

კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia, Goreme Open Air Museum

Derinkuyu Underground City მიწისქვეშა ქალაქი 

კაბადოკიის განსაკუთრებული ექსპონანტია  ,,Derinkuyu Underground City". ის წარმოადგენს 7 სართულიან მიწისქვეშა ქალაქს, რომელსაც კარგად აქვს მოწყობილი წყლის, საკანალიზაციო, სავენტილაციო სისტემები, სასწავლებელი და სამლოცველო ადგილებიც კი.

Derinkuyu Underground City, Derinkuyu Underground City მიწისქვეშა ქალაქი, კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia,

Love, Rose/Red Imagination, Pigeon (სიყვარულის, ვარდის/წითელი წარმოსახვა, მტრედი)

ეს სამი ხეობა, უშარისა და შავუსინს შორის, ცენტრში მდებარეობს.  აუცილებლად ეწვიეთ ერთ-ერთ მათგანს, თან იქონიეთ ფოტოაპარატი, რადგან რასაც აქ ნახავთ, ნამდვილად შთამბეჭდავია.

Love, Rose/Red Imagination, Pigeon (სიყვარულის, ვარდის/წითელი წარმოსახვა, მტრედი)კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia,

ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი გამოცდილება, რომელსაც კაბადოკია გთავაზობთ, საჰაერო ბუშტით გასეირნებაა, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება.

სამზარეულო

გთავაზობთ კაბადოკიის სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

Yaprak Sarma

Yaprak Sarma წარმოადგენს ხორბლის, ბრინჯის და სხვა ინგრედიენტების(დამოკიდებულია რეგიონზე) მიქსს, რომელიც ყურძნის ფოთოლშია მოთავსებული.

Yaprak Sarma, კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia,

ბრინჯი და ქათამი

თურქული ბრინჯი ჩვეულებრივ ქათმის ხორცთან ერთა მიირთმევა.  ბრინჯს ქათმის ბულიონით, სუნელებით და სპეციალური ინგრედიენტებით ამზადებენ და შემდეგ მოხარშულ ქათმის ხორცს უმატებენ.

ბრინჯი და ქათამი, კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia,

Ayran 

Ayran-ი წყლის და იოგურტის ნარევია, ის საკმაოდ გავრცელებული თურქული სასმელია.

Ayran, კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia,

Lokma 

Lokma  წარმოადგენს პატარა ცომის გუნდას, რომელსაც სიროფით ატკბობენ და წვავენ.

Lokma , კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia,

რესტორნები

Elai

Elai  კაბადოკიის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია. რესტორანი უხისარის (Üçhisar )-ის ციხის ჩრდილში დგას, მისი ტერასიდან იშლება ხედი  წითელ ველზე და მტრედის ველზე, კაბადოკიის თვალწარმტაც პეიზაჟზე, ერჯიესის მთამდე (Mount Erciyes). სტუმრებს შეუძლიათ  დააგემოვნონ კოქტეილები და ადგილობრივი კერძები.

კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia, restaurant Elai,

Han Çiragan

ამ რესტორნის პირველი სართული ვაზით იჩრდილება, რაც გასაოცარ სანახაობას ქმნის. რესტორანი სტუმრებს სთავაზობს ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს თანამედროვე აქცენტებით. რესტორანში ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო, ისეთები როგორიცაა Kalecikkarasi, Öküzgözü და Bogazkere და ისიამოვნოთ ჯაზის ცოცხალი შესრულებით.

კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia, restaurant Han Çiragan

Lil’a

რესტორანი Lil’a განლაგებულია მუზეუმ სასტუმრო Üçhisar-ში. ის სტუმრებს გასაოცარ ხედებს, ტერასას და უნიკალურ დიზაინს სთავაზობს. რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ კლასიკური თურქული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები. რესტორნის შეფ-მზარეული მუსტაფა ბაიუხანი, მრავალი ჯილდოს მფლობელია.

კაბადოკია, თურქეთი, მოგზაურობა კაბადოკიაში, cappadocia, turkey, travel in cappadokia, restaurant Lil’a

ნარკოპოლიტიკა

თურქეთში ნარკოტიკები აკრძალულია. ნარკოტიკების წარმოება, იმპორტი ან ექსპორტი 20-დან 30 წლამდე, მისი გაყიდვა ან შენახვა 15 ან მინიმუმ 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გისურვებთ წარმატებულ მოგზაურობას.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
31 %
აზიაში
4 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
12 %