6 ადგილი იტალიაში, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ

გსურთ აღმოაჩინოთ განსხვავებული ადგილები იტალიაში მოგზაურობისას?  წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ, მაგრამ ნაკლებად პოპულარულ ადგილს იტალიაში.

 

Temple of Valadier ( ვალადიერის ტაძარი)

 

ვალადიერის რვაკუთხა ტაძარი კლდის გამოქვაბულში მდებარეობს, ქალაქ გენგაში. ის პაპ ლეონ მეთორმეტის ბრძანებით აიგო, ტაძარი მისი არქიტექტორის სახელს ატარებს.

 

Temple of Valadier,italy , ვალადიერის ტაძარი, იტალია

 

Chamois

გსმენიათ ოდესმე Chamois შესახებ? ის ყველაზე მაღლა მდებარე მუნიციპალიტეტია Aosta Valley-ის რეგიონში და ერთადერთი ქალაქი, სადაც მანქანით ვერ მიხვალთ. ქალაქში ჩასვლა მხოლოდ საბაგირო გზით ან ფეხით შეიძლება. მისი მდებარეობიდან გამომდინარე ქალაქიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება და სრული სიმშვიდე სუფევს.

 

Chamois, italy

 

ხიდი გაიოლას კუნძულზე

 

გაიოლას კუნძული ორ ნაწილადაა დაყოფილი. ის ქალაქ ნეაპოლთან ახლოს მდებარეობს და ძალიან პოპულარულია ტურისტებში. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ის დაწყევლილია რადგან თითქმის ყველა მისი  მეპატრონე უცნაურ გარემოებაში გარდაიცვალა.

 

კუნძულის ძირითად ღირსშესანიშნაობას მისი ხიდი წარმოადგენს, რომელიც კუნძულის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს.

 

Gaiola Island, გაიოლას კუნძული

 

The Bell Tower of Curon Venosta

 

კოშკი Curon Venosta ხელოვნურ ტბაში, Lago di Resia-შია ჩაძირული. ის იტალიის ჩრ. ნაწილში, ავსტრიის და შვეიცარიის საზღვრებთან მდებარეობს. ზამთარში ტბა იყინება და კოშკთან ფეხით მისვლაც კი შესაძლებელია.

 

Tower of Curon Venosta, Lago di Resia

 

Ninfa-ს ბაღი

 

რომიდან 80 კილომეტრის მოშორებით ნამდვილ მარგალიტს, Ninfa-ს ბაღს აღმოაჩენთ. ბაღი არხებით, შუა საუკუნეებით დათარიღებული ნანგრევებით, ვარდებით და ეგზოტიკური ყვავილებითაა სავსე.

 

Ninfa garden, ბაღი

 

Burano

 

თუ ვენეციას სტუმრობთ, აუცილებლად ეწვიეთ ყველაზე ფერად კუნძულს Burano-ს. ქალაქი ფერადი სახლებით და ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული უგემრიელესი კერძებითაა ცნობილი. 

 

Burano

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
13 %
B. საერთოდ არ მივმართავ
42 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
45 %