turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

Forbes-ის სტატია საქართველოს შესახებ

ამერიკული გამოცემა Forbes-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს შემდეგი სათაურით: „რატომ არის საქართველო ღვინისა და კერძების საინტერესო ტურისტული მიმართულება“. სტატიაში განხილულია ქართული სტუმარმასპინძლობა, სამზარეულო და ღვინის კულტურა.

ავტორი განსაკუთრებულად აღწერს სტუმარმასპინძლობის ტრადიციას და სტუმრის მნიშვნელობას საქართველოში. მისი თქმით, ქართველისთვის სტუმარი ღვთის საჩუქარია, ერთდროულად ბედნიერებაცაა და პასუხისმგებლობაც.

„ქართული სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია, ქვეყნის ყველა კუთხეს საკუთარი საფირმო კერძი აქვს და ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის აქ მისთვის სასურველ კერძს“-  ნათქვამია Forbes-ის სტატიაში. ავტორმა ცალკე გამოყო ისეთი კერძები, როგორიცაა ხაჭაპური, ხინკალი, ქათმის ტაბაკა და აჯაფსანდალი.

სტატიაში აღნიშნულია ქართული ღვინის 8000 წლიანი კულტურა, ღვინის ქვევრით წარმოების განსხვავებული ტექნოლოგია. ქართული ყურძნის ჯიშებიდან, გამოყოფილია რქაწითელი და საფერავი. აღნიშნულია, რომ ქართული ოჯახების უმეტესობა სახლში აწარმოებს ღვინოს, რისი ტრადიციაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

სტატიის მეორე ნაწილიც მალე გამოვა და მასში განხილული იქნება საქართველოს ღვინის რეგიონები და მონასტრები, სადაც ღვინო იწარმოება.

სტატია სრულად იხილეთ აქ

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
34 %
ევროპაში
32 %
აზიაში
4 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
10 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
12 %