turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა. ნაწილი 2

ვაგრძელებთ იაპონიის ღირსშესანიშნაობების წარდგენას, პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ჰიმეჯის სასახლე

ჰიმეჯის სასახლე იაპონური სასახლის სტილის საუკეთესო მაგალითად ითვლება. ის ფეოდალურ ეპოქაში თავდაცვის მიზნით აშენდა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ განახლდა. მისი თეთრი ფერი ღრუბლებში ფრენის შთაბეჭდილებას ტოვებს, რის გამოც მას „თეთრი ბაბუაწვერის სასახლე“-საც უწოდებენ.

Himeji castle in Japan, ჰიმეჯის სასახლე იაპონიაში.

ჯიკოგუდანის მაიმუნების პარკი

ჯიკოგუდანის მაიმუნების პარკი ცხელი თერმული წყლის გამო გახდა ცნობილი. სწორედ მიწიდან ამომავალი  ცხელი, მდუღარე წყლის გამო მას „ჯოჯოხეთის ველსაც უწოდებენ“. პარკში დიდი რაოდენობით შეგიძლიათ იხილოთ  ზამთრის მაიმუნები (Snow Monkeys), რომლებიც ზამთარში, თოვლის მოსვლის შემდეგ ხშირად სტუმრობენ თერმულ ველს.

Jigokudani park in Japan

ჰარიშომას მშვიდობის მემორიალი

ჰარიშომას მშვიდობის მემორიალი მეორე მსოფლიო ომის დროს, 6 აგვისტოს ატომური ბომბის აფეთქების  შედეგად დაღუპულ ადამიანებს მიუძღვნეს. მემორიალი Genbaku Dome-ს ასახავს, ერთადერთ შენობას, რომელიც აფეთქების შემდეგ გადარჩა. 

hiroshima memorial in japan, ჰარიშომას მშვიდობის მემორიალი იაპონიაში

კამაკურის დიდი ბუდა

კამაკურის ბუდას ქანდაკება ამიდას ბუდას კოლოსალური გამოხატულებაა. მისი სიმაღლე 13 მეტრს შეადგენს, 93 ტონას იწონის და ბრინჯაოსგანაა დამზადებული. ის 1252 წლით თარიღდება. 

კამაკურის დიდი ბუდა, kamakura buddha in japan

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
36 %
ევროპაში
31 %
აზიაში
4 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
12 %