8

რა უნდა ვნახოთ შიდა ქართლში ? ( ნაწილი 2)

01 ნოემბერი 2020
შიდა ქართლში მოგზაურობა ორთუბნის მონასტრის მონახულებით გრძელდება. მონასტერი XVI-XVII საუკუნეებში აიგო და რამდენიმე ნაწილისგან შედგება:ორთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, კოშკი, გალავანი და საცხოვრებელი სახლი. პატარა დეტალი, რაც გამიკვირდა არის ის, რომ ადგილზე მისულებს კომპლექსში შესასვლელი კარი დაკეტილი დაგხვდებათ, სანამ კარებზე მითითებულ ნომერზე არ დარეკავთ და მონაზონი არ გაგიღებთ კარებს. თუმცა სასიამოვნო ისაა, რომ აქ დიდი სტუმარ-მასპინძლობით დაგხვდებიან და თავად ერთ-ერთი მონაზონი გაგიწევთ გიდობას. მონაზვნები მრავალფეროვანი ხელსაქმით არიან დაკავებული და მნახველებს თავიანთ გაკეთებულ ნივთებს ახვედრებენ. ხატწერა, ტყავზე მუშაობა, სიცოცხლის ხეების დამზადება.. ეს საქმიანობის ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ორთუბნის მონაზვნები ყოველდღიურად ეწევიან. აქვეა მნახველთათვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი- გუმბათი, სადაც ერთ-ერთი წმინდანის ხატია დასვენებული და მის გვერდით “სურვილების კედელია”, თუ ამ ადგილას მოხვდებით დაინახავთ, რომ მნახველები პატარა ფურცელზე სურვი
...