turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

“შავი თუ მწვანე?“ როგორ მიირთმევენ ჩაის სხვადასხვა ქვეყანაში

შავი და მწვანე, მატჩა და კარკადე, მცენარეული ნაკრები და გამხმარი კენკრა - ჩაის კულტურა დროსთან ერთად უფრო და უფრო ვითარდება და მეგობრულ კონკურენციას უწევს ყავის კულტურას ახალი მომზადების მეთოდების აღმოჩენებში.  მსოფლიოში ჩაის მომხმარებელთა შორის ლიდერობს ჩინეთი, თურქეთი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი და ინდოეთი. ამ ქვეყნებში ჩაისადმი დამოკიდებულება დაბადებიდან ყალიბდება და ხდება კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.  ახლა კი მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ ჩაის კულტურა სხვადასხვა ქვეყანაში.

ჩინეთი

ჩინური ჩაის ისტორია ითვლის 2 000-ზე მეტ წელს, მათი კულტურა მოიცავს, როგორც ჩაის ფოთლების მოყვანის განსაკუთრებულ მეთოდს, ასევე თვითონ ჩაის სმის კულტურასაც. ჩაის დაყენების და სმის პროცესი თითქოს საიდუმლოებებით მოცულია. აქ სჯერათ, რომ ჩაის მიღების პროცესში  სხეული და სული იწმინდება, ხოლო ჩაის სხვადასხვა სახეობას თავის დანიშნულება აქვს. მაგალითად, მწვანე ჩაი სიბრძნის და ჰაერის სისუფთავის სიმბოლოა.  შავ ჩაის მოაქვს სიმშვიდის შეგრძნება. ულუნი არის სიბრძნის და სიმდიდრის ნიშანი, ხოლო ჩაის სახეობა სახელად „ხუა ჩა“ (ან უბრალოდ ჟასმინის) გონებას სისწრაფეს ანიჭებს, ხოლო ხასიათს სიმსუბუქეს.

თურქეთი

თურქეთში ამბობენ: „საუბარი ჩაის გარეშე - იგივეა რაც ღამის ცა მთვარის გარეშე“. ამიტომაც არცერთი საქმიანი შეხვედრა, პაემანი, გულახდილი საუბარი ან უბრალო შეკრებები კომპანიაში არ ხდება ჩაის გარეშე. თურქეთში ჩაის  ორ დონიან ჩაიდანში ამზადებენ. ქვედა დონეში დუღდება წყალი, ხოლო ზედაში ყენდება ჩაი. ასეთი ჩაიდანი განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი კომპანიებისთვის, როდესაც ყველას შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი ჩაის სიძლიერე.

ირლანდია

ჩაის დალევა ირლანდიელისთვის ისეთივე მოვლენაა როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის სუნთქვა. ირლანდიაში ერთ ადამიანზე მოდის  ოთხიდან ექვს კათხამდე ჩაი დღეში. რატომ კათხა? რადგანაც აქ არ აღიარებენ იმ ზომას რასაც ჩვენ ვეძახით ჭიქას.  1800 წლებში ირლანდიაში ჩაი  გათბობის მიზნით შეიტანეს, რადგან აქ  საკმაოდ ცივა და ხშირად წვიმს. იმ პერიოდში ქვეყანაში საკმაოდ დაბალი ხარისხის ჩაის იმპორტი ხდებოდა,  ამიტომაც მას  რძით სვავდნენ არასასიამოვნო გემოს გადასაფარად.  XX საუკუნის მეორე ნახევარში უკვე დაიწყეს უკეთესი ჩაის შემოტანა, რომელსაც აქ ტრადიციონალურად დღემდე თვლიან, ხოლო მსოფლიოში ეს ჩაი ცნობილია, როგორც Irish Breakfast, თუმცა მოყვანილია შრი-ლანკაზე.

დიდი ბრიტანეთი

1662 წელს დედოფალმა ეკატერინე ბრაგანმა, რომელიც იყო ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის მეფის კარლ II სტიუარტის ცოლი, სამეფო კარზე ჩაის სმის წესი შემოიღო. ეს გახდა საინტერესო პრეცენდენტი, რომელიც ტრენდში გადაიზარდა. დღესაც ინგლისში ჩაის სმის წესი მიეკუთვნება კულტურის ელემენტს და ყველა ბრიტანელის სიამაყეა.  აქ ჩაის მიირთმევენ რძითა და შაქრით, მაგრამ არც შავ ლიმონიან ჩაიზე ამბობენ უარს. ერთ-ერთი ვერსიით,  ბრიტანელებმა ჩაის რძით სმა დაიწყეს ჭურჭლისნ გამო,  საზღვარგარეთიდან შემოსული ფაიფური იყო იმდენად თხელი და ნაზი, რომ ეშინოდათ არ დაეზიანებინათ მდუღარე წყლით, ამიტომაც ტემპერატურას აკლებდნენ ცივი რძის ჩამატებით.

ინდოეთი

ინდოეთი - ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში ჩაის შემომტანი მთავარი ქვეყანაა. ჩაის მოყვანა ინდოეთში ბიზნესია, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებით. ჩაის ყველაზე გავრცელებული სამი სახეობის მოყვანა სამ სხვადასხვა რეგიონში ხდება: ასამი (ყველაზე ძლიერი და მრავალფეროვანი გემოთი), დარჯილინგი (ელიტური ჩაი ყვავილოვანი არომატით) და ნილგირი (მისთვის დამახასიათებელია გამაგრილებელი გემო და სასიამოვნო არომატი). ინდოეთში ასევე უყვართ სხვადასხვა ბალახეულობის და სუნელების დამატება: ჯანჯაფილი, დარიჩინი, შავი წიწაკა და მიხაკი არის ყველაზე ხშირი დანამატები.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
28 %
აზიაში
2 %
თურქეთში
5 %
ეგვიპტეში
11 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
16 %