turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
title
Turebi Ge

ქვემო ქართლი - პირველი ევროპელების სამშობლოს ახალი ტურისტული სიცოცხლე

ქვემო ქართლი დღესდღეობით ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული რეგიონია საქართველოში. უფრო მეტიც, ის ვერ ხვდება სხვადასხვა ტურისტულ რგოლებში, რომლებიც უცხოელ ტურისტებს საქართველოს აცნობენ. თუმცა ამ რეგიონს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, რათა ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს საინტერესო და განსხვავებული ადგილები აღმოაჩენინოს. სწორედ ქვემო ქართლის პოპულარიზაციის და ამ რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით დაარსდა კომპანია TourEast Georgia ქალაქ ბოლნისში. კომპანიის დამფუძნებელი პროფესიით ისტორიკოსი კარინე ბეჟანიშვილია.

ქვემო ქართლი ტურისტებისთვის ახალი ტურისტული ზონაა. აქ თქვენ ნახავთ ჯერ კიდევ უცნობ ადგილებს, რომლებიც მდიდარია ისტორიული წარსულით და მულტიკულტურული ურთიერთობებით. ქვემო ქართლი საზღვრისპირა რეგიონია, მისი მოსაზღვრე ქვეყნებია - სომხეთი და აზერბაიჯანი. რეგიონს ტურიზმის კუთხით ხელსაყრელი პირობები აქვს,  ქვემო ქართლის საზღვარზე განლაგებულია 4 სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
„ ქვემო ქართლს უნიკალურს ხდის უამრავი ისტორიული ძეგლი, გერმანელების მიერ აშენებული 200 წლიანი ქალაქი „პატარა გერმანია“, V საუკუნის „ბოლნისის სიონი“, რომლის კედელზე შემონახულია უძველესი ქართული დამწერლობის ნიმუშები და ჯვრის ერთ-ერთი სახეობა „ბოლნური-ჯვარი“, XIII საუკუნის ულამაზესი ტაძარი წუღრუღაშენი, დმანისის ნაქალაქარი, პირველი ევროპელების სამშობლო, ქვეშის ციხე, რკინის ციხე, ბოლნისის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარი,  არუხლოს გორის არქეოლოგიური აღმოჩენა - ღვინის წიპწები, საოჯახო მარნები, ქვევრის ბოლნური ღვინოები,  აქ ნახავთ უძველესი და თანამედროვე ტრადიციების შერწყმას. TourEast Georgia მიზნად დაისახა, რომ ეს ყველაფერი გააცნოს უფრო მეტ ადამიანს და პირველი ევროპელების და სულხან-საბა ორბელიანის სამშობლო მეტად პოპულარული გახადოს ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის.

რეგიონში ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასაც. TourEast Georgia თანამშრომლობს ადგილობრივ სასტუმროებთან და საოჯახო მარნებთან (როგორც ძველ, გერმანულ, ასევე ტრადიციულ ქართულ მარნებთან) და მათთვის ძალიან დიდი მოტივაციაა თითოეული ტურისტის სტუმრობა“ - აცხადებს კარინე ბეჟანიშვილი.

იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ქვემო ქართლია სულხან-საბა ორბელიანის სამშობლო, „ტურისტ ჯორჯიას“ ერთ-ერთი მიმართულება სასკოლო ექსკურსიებია. სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ მწერლისა და დიპლომატის სახლ-მუზეუმთან ერთად პირველი ევროპელები, დმანისის ნაქალაქარი, და სხვა ისტორიული ძეგლები აღმოაჩინონ.

TourEast Georgia ქართველ და უცხოელ ტურისტებს მომსახურების სრულ პაკეტს (ტრანსპორტირება, გიდი, სასტუმრო) სთავაზობს და მათი სურვილის შემთხვევაში კომბინირებულ ტურებსაც ახორციელებს, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ასევე მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი)

მსგავსი სიახლეები