კვერცხი, სინათლის ფესტივალი და სიმსუქნე - 11 ოქტომბერი

გოგონების საერთაშორისო დღე

11 ოქტომბერს აღინიშნება გოგონების საერთაშორისო დღე (International Day of the Girl Child), რომელიც 2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (რეზოლუცია  გამოაცხადა 66/170) გოგონების უფლებების დასაცავად დანიშნა.

 

მსოფლიო კვერცხის დღე

თარიღი ყოველთვის მცოცავია, 2019 წელს ის  11 ოქტომბერს დაემთხვა. ბევრ ქვეყანაში ამ დღეს  ოქტომბრის მეორე პარასკევს აღნიშნავენ. მსოფლიო კვერცხის დღე (World Egg Day) არის ომლეტის, შემწვარი თუ მოხარშული კვერცხის მოყვარულთათვის.

ამ დღესასწაულში არაფერია გასაკვირი, რადგანაც კვერცხი არის ყველაზე უნიკალური კვების პროდუქტი, კვერცხი პოპულარულია ყველა კულტურის და ქვეყნის კულინარიაში, ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის რომ მისი მოხმარება ბევრი სახით შეიძლება.

 

სინათლის ფესტივალი ბერლინში

სინათლის ფესტივალი ბერლინში (Festival of Lights) - მაშტაბური ღონისძიებაა, როდესაც ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები ღამით შუქის ინსტალაციების ობიექტები ხდებიან. 2005 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურად, ოქტომბერში ტარდება  და გრძელდება 10 დღის განმავლობაში.

სიმსუქნესთან ბრძოლის მსოფლიო დღე

11 ოქტომბერს ასევე აღინიშნება სიმსუქნესთან ბრძოლის მსოფლიო დღე (World Obesity Day). ამის შესახებ გვამცნობს ევროპული რეგიონალური განყოფილების გვერდი, რომელიც ასევე არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %