turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

კეკენჰოფი - ტიტების ბაღი ჰოლანდიაში

ნებისმიერ ქვეყანაში წასვლისას ყოველთვის ვაკეთებთ იმ ადგილების სიას, რომლებიც აუცილებლად უნდა ვნახოთ. ჰოლანდიაში კი ლიდერობას კეკენჰოფის ნაციონალური პარკი ინარჩუნებს. (Keukenhof).  ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პარკად აღიარებული ტიტების ბაღი ამსტერდამს და ჰააგას შუა, ქალაქ ლისეს მიმდებარედ მდებარეობს. 84fa9c92-0d43-4678-97c1-8f6b9e64e531 მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებლებისთვის ღია მხოლოდ ორი თვის განმავლობაშია, დაახლოებით 20 მარტიდან 20 მაისამდე (პლიუს-მინუს 2 კვირა - ეს ყვავილობის პერიოდზე და ამინდზეა დამოკიდებული), ვიზიტორთა რაოდენობა წელიწადში ხანდახან მილიონამდე აღწევს. 927411572_fullimage_keukenhof park mensen_560x350 ეს ვიზიტორები ნამდვილი, ულამაზესი გაზაფხულის სანახავად მოდიან. აპრილიდან მაისამდე ეს ბაღები იმდენად ლამაზია, რომ ძნელია მათი სილამაზე სიტყვებით ან ფოტოებით გადმოსცე. ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო. ზუსტად ამაზეა ნათქვამი - "ათასჯერ მოყოლილს ერთხელ ნანახი ჯობსო". თქვენს წინ გადაშლილ მინდვრებზე უამრავი ჯიშის ტიტა, საკურა, ჰიაცინტები, ლილიები, ნარცისები და გაზაფხულის სხვა ყვავილები ერთიან ხალიჩას ქმნიან. საერთო ჯამში აქ ყოველ წელს 7 მილიონი ყვავილი იფურჩქნება. keukenhof-20)Keukenkof_02 ფლორის მრავალფეროვნების მიუხედავად, კეკენფოფს ტიტების პარკს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ტიტას გარდა ბევრ სხვა ყვავილსაც ნახავთ, ტიტები აქაურობის მთავარი მშვენებაა - აქ  მათი 100 სხვადასხვა სახეობა ხარობს.  გარდა ამისა, ჰოლანდია ტიტების ქვეყანაა. სად მდებარეობს პარკი? ზუსტი მისამართი ასეთია: Stationsweg, 166a, 2161 AM Lisse, Holland; ტელ: +31 (0) 252 465 555. ამსტერდამის ცენტრიდან  საექსკურსიო ავტობუსები დადიან, საკუთარი გიდებით. სეზონზე აქ სარეისო ავტობუსებიც მიდის ამსტერდამიდან და ჰააგიდან. Keukenkof_08wallpaper-keukenhof-3482454 ამ ბაღში სეირნობა საათობით შეიძლება. დრო ისე გადის, ვერც იგებ. კეკენჰოფის სასეირნო ბილიკების საერთო სიგრძე 15 კილომეტრია. ხეივნების გასწვრივ სკულპტურებია დადგმული. "დიდების ხეივნით"Oranje Nassau-პავილიონამდე, და შემდეგ Willem-Alexander-ის პავილიონამდე გასეირნება სავალდებულო პროგრამის ნაწილია, რადგან სწორედ აქ იყრის თავს ბაღში არსებული ყველა ბილიკი. ხოლო თუ Oranje Nassau-დან პირდაპირ არხს გაუყვებით, ულამაზეს შადრევანთან მოხვდებით. მესამე პავილიონი - Beatrix-ი, ნიდერლანდების დედოფლის პირადი პავილიონია, სადაც ორქიდეებია გამოფენილი და ყოველ წელს მისი უდიდებულესობის ხელმძაღვანელობით გამოფენები იმართება. "სადედოფლო" პავილიონი პარკის ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული, წისქვილის ახლოს. Keukenhof (10) ძველებური, მაღალი ქარის წისქვილი 1892 წელს აშენდა გრენინგენის პროვინციაში და ბაღში მხოლოდ 1957 წელს გადმოიტანეს. წისქვილი ამჟამად ხედებით ტბკობისთვისაა განკუთვნილი. მასთან ძალიან ახლოსაა განლაგებული შინაური ცხოველების ფერმა, რომელსაც ასევე ბევრი დამთვალიერებელი ყავს. Keukenkof_01   Keukenkof_03 ბაღში უამრავი არხი, შარდევანი და პატარა გუბურაა, რომლებშიც გედები დაცურავენ. 40-ზემეტი პატარა ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ყვავილების მინდვრებს. აქ ფეხით სიარული თუ დაგეზარებათ, არხებში ელექტროძრავიანი ნავებითაც შეიძლება გადაადგილება. Keukenkof_05Keukenkof_06   Keukenkof_07  Keukenkof_10 ამ სილამაზეში ბოდიალისას ფიქრებში გართვა და დაკარგვა საკმაოდ იოლია. იმისათვის, რომ არ დაიკარგოთ, აქ მრავალი აბრა დგას. აბრებზე დატანილია პარკის გეგმა ჰოლანდიურ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ყვავილების მოყვარულთათვის ბროშურებიც იყიდება, სადაც ყვავილების დასახელებები, ფოტოები და მოვლის რჩევები წერია.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
43 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
32 %