მუნიციპალური ავტობუსი ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით

ქუთაისის ვიცე მერი , ნინო თვალთვაძის განცხადებით ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნება. მისი განმარტებით, 2020 წლის მარტიდან ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტობუსები შემოვა... მათ შორის დაინიშნება ავტობუსი აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით და პირიქით.

„...ამ დროისთვის ხარვეზია ქუთაისიდან მუნიციპალიტეტების მიმართულებით სატრანსპორტო მომსახურებაზე. ამ საკითხის დარეგულირება არავის კომპეტენციაში არ შედის და ეს მინდობილია მთლიანად ბაზარზე. ვითხოვთ, ისევე მოხდეს მუნიციპალიტეტების მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლის დარეგულირების უფლების გადმოცემა. ამასთან დაკავშირებით სამინისტროსთან ინიცირებით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შევა განსახილველად“, – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

აქედან გამომდინარე ქუთაისს მალე სასიამოვნო სიახლე ელის

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %