turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

ჰელოუინი, შავი ზღვა და ჰარი ჰუდინი - 31 ოქტომბერი

#365days #31ოქტომბერი

გაიგეთ თუ რას აღნიშნავენ ან რა მოხდა 31 ოქტომბერს

ჰელოუინი

 


ჰელოუინი - Halloween (All Hallows Evening ან  Beggars Night) - ყველა წმინდანის დღის წინა ღამე (All Saint’s Day). ამბობენ, რომ ჰელოუინი მინიმუმ ორი ათასი წლისაა და კელტების წარმართულ ზეიმად ითვლებოდა. ადრე სწამდათ, რომ 31 ოქტომბერს ორ სამყაროს შორის საზღვარი თითქმის ქრება და სულებს შეუძლიათ დედამიწაზე დაბრუნება და ხეტიალი. ამიტომაც გოგრების, ნიღბების და კოსტიუმების დანიშნულებაა  სულების შეშინება და დაფრთხობა. თუმცა ამჟამად ყველფერი შეიცვალა..

გაიგე უფრო მეტი ამ  მისტიური დღესასწაულის შესახებ აქ: ჰელოუინი

 

შავი ზღვის საერთაშორისო დღე

 

 


ქართველების უმრავლესობისთვის ზაფხული ასოცირდება შავ ზღვასთან - ბათუმი, ქობულეთი, კვარიათი...მზიანი ამინდი (თუმცა ვაღიაროთ ხშირ შემთხვევაში მაინც წვიმიანი).
დღეს ზუსტად ჩვენი შავი ზღვის დღეა.
1996 წლის 31 ოქტომბერს თურქეთში შავი ზღვის აუზის ექვსივე ქვეყანამ - საქართველომ, უკრაინამ,თურქეთმა,რუსეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის გეგმა. ამის შემდეგ მას ყოველწლიურად აღნიშნავენ

 

ეკონომიის ანუ დაზოგვის საერთაშორისო დღე (International Saving Day)

 


1924 წლის 27 ოქტომბერს 29 ქვეყნის შემნახველი ბანკების წარმომადგენლები შეიკრიბნენ  მილანში პირველ საერთაშორისო შემნახველი ბანკების კონგრესზე. (1st International Savings Bank Congress).
კონგრესის ბოლო დღეს, 31 ოქტომბერს, გადაწყდა, რომ ყოველ წელს აღინიშნოს ეს დღე. იტალიელმა პროფესორმა რავიზამ  ეს დღე დაზოგვის (ეკონომიის) საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
დღესდღეობით ბევრმა დაივიწყა მსოფლიო ეკონომიის დღის არსებობის შესახებ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს დღე ჰელოუინის დღესასწაულს ემთხვევა.

 

მაგიის დღე(Magic Day)

 


მაგიის ანუ ჯადოქრობის დღე   ე.წ. „ჰუდინის დღეს“ (Houdini Day)  1927 წელს დაწესდა, ცნობილი ილუზიონისტის გარდაცავლებიდან ერთი წლის თავზე.  ბევრი ექსპერტის აზრით, სწორედ ჰარი ჰუდინის დამსახურებაა, რომ ილუზიონისტობა და“მაგია“ ასეთი პოპულარულია თანამედროვე მსოფლიოში. 
შეგახსენებთ, რომ ჰარი ჰუდინი ცნობილი უნგრულ-ამერიკელი ილუზიონისტი იყო (1874-1926). თავისი წარმოდგენების დროს ის მაყურებელს საშუალებას აძლევდა მისთვის მუცლის პრესის არეში დაერტყათ, თუმცა სამწუხაროდ 1916 წელს ის ზუსტად ამისგან გარდაიცვალა, დარტყმის შედეგად შინაგანი სისხლჩაქცევებისგან. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
35 %
ევროპაში
30 %
აზიაში
2 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
15 %