სიკეთის დღე და ინდური პუნდინგის დღე - 13 ნოემბერი

#365days #13ნოემბერი

გაიგე რას აღნიშნავენ ან რა მოხდა მსოფლიოში 13 ნოემბერს

 

სიკეთის საერთაშორისო დღე

 

 

ბევრი ქვეყნისთვის ძალიან კეთილ ტრადიციად იქცა 13 ნოემბერს მსოფლიო სიკეთის დღის აღნიშვნა (World Kindness Day). ამ დღეს 1998 წელს ტოკიოში მსოფლიო სიკეთის მოძრაობის პირველი კონფერენცია გაიხსნა. (World Kindness Movement). ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებმა: ავსტრალია, კანადა, იაპონია, ტაილანდი, სინგაპური, დიდი ბრიტანეთი და აშშ (შემდგომში მოძრაობას სხვა ქვენებიც შეუერთდნენ)


მსოფლიო სიკეთის მოძრაობის ორგანიზაცია ერთი წლით ადრე 1997 წელს შეიქმნა,  მოხალისეები გააერთიანა, რომლებიც შემდგომში წლიდან წლამდე მთელი მსოფლიოს ადამიანებს უზიარებენ თავის კეთილ საქმეებს. სიკეთის მოძრაობა უკვე მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ადამიანს აერთიანებს, დღესდღეობით ამ ორგანიზიის რიგებს შეუძლია ნებისმიერი მსურველი  შეუერტთდეს.

მითუმეტეს, რომ მოძრაობის მონაწილეებს შორის ურთიერთობა ინტერნეტის მეშვეობით ხდება, სადაც განიხილავენ და სხვებს უზიარებენ თავის „კეთილ საქმეებს“ და მათი განხროციელების იდეებს.


ზუსტად ამ ორგანიზაციის მონაწილეებმა შემქმნეს ეს საოცარი დღესასწაყული - სიკეთის მსოფლიო დღე, რომელიც 2000 წელს სინგაპურში მესამე პონფერენციაზე დამტკიცდა. საინტერესოა რომ ამ წლების განმავლობაში დღესასაწაულს თავისი ტრადიციებიც ჩამოუყალიბდა. მაგალითად კეთილი საქმეების კეთებისა და ღიმილის გაზიარების გარდა, დაწესებულია ყვავილების ჩუქება, და ზუსტად ამ დღის საპატივცემულოდ ფრანგმა მხატვარმა Aurele-მა შექმნა სიმბოლო - გახსნილი გული.

 

ინდური პუნდინგის დღე

 


ყოველ წელს 13 ნოემბერს ახალ ინგლისში (აშშ-ის რეგიონი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში) აღნიშნავენ ინდური პუდინგის დღეს, რომელიც დიდი ბრიტანეთის Hasty Pudding-ის ნაირსახეობაა. XVII საუკუნეში, როდესაც ინგლისელები კოლონისტები დასახლდნენ ახალ მიწებზე მათ აღმოაჩინეს სიმინდი და ვინაიდან ძალიან ენატრებოდათ თავისი ტრადიციული კერძი შექმნეს ახალი, ინდური პუდინგი, რის შემდეგ ის ამერიკაში ერთ-ერთ ტრადიციულ კერძად გადაიქცა. 
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %