turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

გერმანიის სიუპრიზებით სავსე ქალაქი - კელნი

ამბობენ, რომ კელნი რომაელებმა ჯერ კიდევ ჩვენსწელთაღრიცხვამდე 50 წლებში ჩამოაყალიბეს ქალაქი კელნი (კიოლნი). კელნი (Cologne) გერმანიაში სიდიდით მეოთხე ქალაქი, ევროპის მნიშვმელოვანი შიდა საკონტინენტო პორტი და უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქია. ეს მდიდარი ისტორიითა და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე ქალაქია.

 


კელნის ქალაქის ისტორია დაახლოებით 2000 წლისაა. აქ ცნობისმოყვარე ტურისტი ნახავს ყველაფერს - რომაული კოშკებიდან დაწყებული, გოთიკური ეკლესიებითა და თანამედროვე არქიტექტურული ნამუშევრებით დასრულებული. 


კელნში ჩასვლისას პირველ რიგში უნდა დაათვალიეროთ საკათედრო ტაძარი, რომელიც თავისი მკაცრი დამახასიათებელი სილუეტით ქალაქის სიმბოლო გახდა. ტაძრის 509 კიბეზე ასვლისშემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ მის 157 მეტრიან კოშკში, საიდანაც ქალაქის დაუვიწყარი პანორამული ხედი იშლება. 

 


ამბობენ, წმინდა მარტინის ეკლესია ძველი რომაელების აბანოების ადგილასაა აშენებული, ეს ეკლესია ბოლო ომის პერიოდში მთლიანად განადგურდა და მხოლოდ 1960 წელს აღადგინეს. 


ქალაქის დათვალიერებისას აუცილებლად უნდა მოხვდეთ ადგილობრივ ზოოპარკში, რომელიც მიუხედავ 20 ჰეკტარისა, ადგილობრივი ღირშესანიშნეობებს შორის ლიდერობს და წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს იღებს. 

 


აქვეა სუნამოს მუზეუმი (Duftmuseum im Farina-Haus), რომელიც პარფიუმერიის  ხელოვნებისა და ოდეკოლონის «Eau de Cologne» ისტორიას მიუძღვნეს. მუზეუმში ნახავთ სუნამოს მომზადების პროცესის ამსახველ სურათებს და შესაბამისს აპარატებს. 

 


კელნში აუცილებლად დასათვალიერებელია გერმანელი ბიზნესმენის პეტერ ლუდვიგის მუზეუმი, კელნის ცენტრალური მეჩეთი, ნაცისტური დოკუმენტაციის ცენტრი, წმინდა მოციქულთა ეკლესია და, 1993 წელს გახსნილი, გემის ფორმის შოკოლადის მუზეუმი.


ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილი ფანტაზიალენდია:  ეს ატრაკციონების და გასართობი პარკი უკვე 30 წელზე მეტია გახსნილი და ევროპაში ცნობილია თავისი „კოსმოსური შოუს“  გამართვით - შთამბეჭდავი ეფექტებითა და კოსმოსური ფრენის იმიტაციით. 

 

მოგზაურის დღიური:  გერმანული ვოიაჟი - კიოლნი


ტურები კელნის მიმართულებით : კიოლნი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
32 %