turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

ევროპის 5 ისტორიული ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ევროპის 5 ისტორიული ქალაქი, რომლის შესახებ შეიძლება არც გსმენიათ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოინახულოთ
დღეს წარმოგიდგენთ ევროპის 5 ისტორიულ ქალაქს, რომლის შესახებ შეიძლება  არც გსმენიათ, მაგრამ ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

 

ბრიუგეს მთავარი ღირშესანიშნაობები

 

ბრიუგე ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც ჯერ-ჯერობით საქართველოს ტურისტებისთვის არც ისეთი პოპულარული მიმართულებაა.

 


ბრიუგე მდებარეობს ბელგიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქია. ისტორიულ წყაროებში ქალაქი მე-12 საუკუნიდან მოიხსენიება და თვითონ სახელწოდება, სავარაუდოდ, ჰოლანდიური სიტყვისგან „ბრუგ“ ანუ „ხიდი“ გამომდინარეობს.


ბრიუგე არა მხოლოდ ბელგიის შოკოლადის დედაქალაქია, არამედ ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მთელ ევროპაში. ბრიუგე ევროპის ერთ-ერთი უძველესი და რომანტიკული ქალაქია, რომელიც გაგაოცებთ ფერადი სახლებით, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებით, ძეგლებით, ულამაზესი ხიდებითა და ხედებით. მსოფლიოში ეს ქალაქი ცნობილია, როგორც „ჩრდილოეთ ვენეცია“ .

 


ბრიუგე თავის დროზე კომერციულ ცენტრად ითვლებოდა, ამჟამად კი საპორტო ქალაქია. მას ზღაპრულ ქალაქს ეძახიან, ვინაიდან შუასაუკუნეების ვიწრო და წყნარ ქუჩებში სეირნობისას მოიხიბლებით ბელგიური ვაფლისა და შოკოლადის სურნელით, სიმწვანითა და ძველი შენობების დათვალიერებით. 


ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, გროტე მარკტზე ნახავთ ბელფორტის სამკრელოს, რომელიც ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა და სიმბოლოა. ადრე ეს სამრეკლო სხვადასხვა საშიშროებების შესახებ აფრთხილებდა მოსახლეობას. და ახლაც, საათის გამოცხადების გარდა, ქალაქს ცეცხლის შესახებ აფრთხილებს.

 

გროტე მარკტი (Grote Markt) ითარგმნება, როგორც სავაჭრო მოედანი და, როგორც უძველეს დროში, ახლაც ასრულებს თავის ფუნქციას, აქ ძალიან ბევრი დახურული ბაზარი და მაღაზია მდებარეობს. ქალაქის დასათვალიერებელი ყველა ექსკურსია ზუსტად ამ მოედანზე იწყება. 

 

 

ბრიუგეს არქეოლოგიური მუზეუმი მოიცავს ქალაქის ცხოვრების ყველა პერიოდს შუასაუკუნეებიდან დაწყებული დღევანდელი დღით დამთავრებული. მუზეუმში ექსკურსიები თამაშის სახით მიმდინარეობს, რომლის პროცესში მნახველები ბევრ საინტერესო ისტორიულ დეტალს იგებენ.


ბრიუგეში ჩასვლისას აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ წმინდა სისხლის ბაზილიკა (Basilica of the Holy Blood). აქ მე12 საუკუნეში ჯვაროსნული ომის შემდეგ იესოს ქრისტეს სისხლით გაჟღენთილი ქსოვილი ჩამოიტანეს. 

 


ბრიუგეში ნახავთ აგურით აშენებულ მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მაღალ შენობას. ესაა 122.3 მეტრის სიმაღლის, ღვთისმშობლის ტაძარი (Church of Our Lady). 

 


ქალაქში თუ რამდენიმე დღით აპირებთ გაჩერებას, მაშინ, ჩვენი რჩევაა, დაათვალიეროთ კარტოფილი-ფრის, ბრილიანტების, ლუდსახარშის, შოკოლადის და სინათლის მუზეუმები. 

ტურები ბრიუგეს მიმართულებით: ბრიუგე

რა ვნახოთ ბრიუგეში

 

რეთიმნოს მთავარი ღირშესანიშნაობები


არაჩვეულებრივი სილამაზის და უმშვენიერესი ბუნების რეთიმნო - შუა საუკუნეების ვენეციური ქალაქია კრეტაზე, საბერძნეთში. ქალაქის მე-16 საუკუნის შენობა-ნაგებობები უძველესი ვემეციური არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითებია. 

 


რეთიმნოს ისტორიული ნაწილი ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ: ვიწრო ქუჩების ლაბირინთი, ვენეციური ეკლესიების, თურქული მეჩეთების, კათოლიკური და მართმადიდებლური ტაძრების დიდი რაოდენობა. არქიტექტურული ძეგლების მრავალფეროვნება გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.


ქალაქში სეირნობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ვენეციურ ციხეს, ფორტეცას. ის პალეოკასტროს (ძველი ციხე-სიმაგრე) გორაკზე მდებარეობს, საიდანაც მთელ ქალაქზე და ზღვაზე შესანიშნავი ხედი იხსნება.  ციხე-სიმაგრის შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ არქეოლოგიის მუზეუმში, სადაც ადრე ქალაქის საპატიმრო იყო განლაგებული. მოინახულეთ ზღვის ცხოვრების მუზეუმი, რომელიც აღდგენილ მონასტერშია განლაგებული. აქვე მეზობლად ნახავთ მუნიციპალურ გალერეას, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე ბერძენი მხატვრების ტილოები. აუცილებლად დაათვალიერეთ ოთხი მოწამის მოედანი და იმავე სახელწოდების ეკლესია. 

 


რეთიმნოდან წასვლის შემდეგ, ვენეციელებმა ძალიან ბევრი არქიტექტურული ღირშესანიშნაობა დატოვეს, რომელთა რიცხვში ვენეციური ნავსადგური შედის. ის შუასაუკუნეებშია აშენებული და ახლა მის სანაპიროზე ნახავთ ძველ იტალიურ მყუდრო სახლებს. ეს  კრეტას ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოქმედი ნავსადგურია.  მის  ნაპირას მდებარეობს მე-17 საუკუნის მაღალი შუქურა, რომლის გასწვრივ ძალიან ბევრი კაფე, ტავერნა და მაღაზიებია განთავსებული. ნავსადგურის სამხრეთ ნაწილში თევზეულობის მაღაზიებია, სადაც საკმაოდ იაფად იყიდით ზღვის პროდუქტებს. 


თუ თქვენ არ იცით სად წახვიდეთ ბავშვებთან ერთად - აუცილებლად მოინახულეთ ბოტანიკური ბაღი Biotopoi. აქ თავმოყრილია კრეტას მთელი ფლორა და ფაუნა. ექსპონატებს შორის უნიკალური ტროპიკული მცენარეებია, რომელიც მხოლოდ კრეტაზე თუ ნახავთ, ასევე არის პეპლების ეგზოტიკური სახეობები და ტორპიკული ჩაი. პარკის ტერიტორიაზე ცხოველების დაახლოებით 50 სახეობაა განთავსებული.


რეთიმნოს ძველ ნაწილში, პლატანოს მოედანზე,  შეგიძლიათ ნახოთ რიმონდის შადრევანი. ეს შადრევანი მე-17 საუკუნეშია აშენებული. ლეგენდის თანხმად, თუ  შეყვარებული წყვილი  შადრევნიდან ერთად დალევს წყალს, აუცილებლად დაქორწინდებიან.

 


წლიდან წლამდე ათასობით პოეტი, მხატვარი და ფოტოგრაფი ჩამოდის აქ, ეძებს და პოულობს მუზას და შთაგონებას.


რეთიმნო საკურორტო ადგილებითაც არის ცნობილი და ტურისტებს თავისი 6 ულამაზესი სანაპიროთი  უღრუბლო ცას და წკრიალა ზღვას პირდება. 

 

ტურები კრეტას და საბერძნეთის მიმართულებით: კრეტა და საბერძნეთი

რა ვნახოთ კრეტაზე და რეთიმნოზე


ფარუ მთავარი ღირშესანიშნაობები

 

თქვენ თუ გსმენიათ ფარუს შესახებ? ეს სამხრეთ პორტუგალიის, ალგარვის რეგიონის ყველაზე ცნობილი ქალაქია. ძალიან ბევრი ტურისტი რეგიონში მოგზაურობას ზუსტად აქედან იწყებს.

 


ფარუს დათვალიერება აუცილებლად ძველი ქალაქით, Old Town Faro-ით უნდა დაიწყოთ, რომელიც უამრავ საინტერესო ღირშესანიშნაობას გვპირდება. ძველი ქალაქი, თავისი დიადი მოედნებითა და ვიწრო ქუჩებით შუასაუკუნეების პორტუგალიაში გაგრძობინებთ თავს. უბანი გარშემორტყმულია ოვალური ფორმის კედლითა და სამი შემოსასვლელი კარიბჭით, რომელიც 100 წლის განმავლობაში შენდებოდა.

 

 

კედელთან ნახავთ Castelo de Faro-ის ციხე-სიმაგრეს. ძველი ქალაქის გარეთ ფარუს საკათედრო მოედანია. აქ მთავარი საგანძურია მე-18 საუკუნეში დაარსებული სემინარია და საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც ახლაც ალგარვის ეპისკოპოსების რეზიდენციის ფუნქცია ასრულებს.

 


აქვეა საკათედრო ტაძარიც, რომელსაც ასევე იცნობენ როგორც წმინდა მარიას ეკლესია. მე-13 საუკუნეში მეჩეთის ადგილას აშენებული ეკლესია, მხოლოდ 300 წლის შემდეგ გახდა საკათედრო ტაძარი. ტაძრის არქიტექტურა გოთიკის, ბაროკოს და რენესანსის სტილების ნაზავს წარმოადგენს. სამწუხაროდ რამდენიმე რეკონსტრუქციის შედეგად ძველი შენობისგან მხოლოდ სამრეკლო და სამლოცველო დარჩა. 

 


ფარუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია მე-18 საუკუნის ძვლების კაპელა, რომლის კედლები 1250 მონაზვნის ძვლით არის „მორთული“. პატარა ფანჯრების გამო ყველაზე ნათელ ამინდშიც კი შენობაში ბნელა და თავისებული მისტიური ატმოსფერო სადგურობს, ამას ემატება კაპელას შესასვლელში გამაფრთხილებელი ნიშანი „ჩვენი ძვლები ელოდებიან შენსას“ (მეორე ინტერპრეტაცია „ძვლები ელიან თავის ძვლებს“) 


ეშტოის სასახლე - არქიტექტურის მარგალიტად შეიძლება ჩაითვალოს. შენობა გაფორმებულია მე -17 საუკუნისთვის იშვიათი როროკოს სტილში და დამუშავებულია ანტიკური კოლონებით. 


ადგილობრივი უძველესი ღირშესანიშნაობების გარდა ფარუ ტურისტებს სანაპიროზე დასვენებასაც სთავაზობს. ქალაქის ახლოს მდებარე გრძელი სანაპiრო „პრაია დე ფარუ“ სისუფთავის გამო დაჯილდოებულია ცისფერი დროშით. 

ტურები პორტუგალიის მიმართულებით: პორტუგალია

რა ვნახოთ ფაროში

 

კელნის ანუ კიოლნის მთავარი ღირშესანიშნაობები

 

ამბობენ, რომ კელნი რომაელებმა ჯერ კიდევ ჩვენსწელთაღრიცხვამდე 50 წლებში ჩამოაყალიბეს ქალაქი კელნი (კიოლნი). კელნი (Cologne) გერმანიაში სიდიდით მეოთხე ქალაქი, ევროპის მნიშვმელოვანი შიდა საკონტინენტო პორტი და უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქია. ეს მდიდარი ისტორიითა და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე ქალაქია.

 


კელნის ქალაქის ისტორია დაახლოებით 2000 წლისაა. აქ ცნობისმოყვარე ტურისტი ნახავს ყველაფერს - რომაული კოშკებიდან დაწყებული, გოთიკური ეკლესიებითა და თანამედროვე არქიტექტურული ნამუშევრებით დასრულებული. 


კელნში ჩასვლისას პირველ რიგში უნდა დაათვალიეროთ საკათედრო ტაძარი, რომელიც თავისი მკაცრი დამახასიათებელი სილუეტით ქალაქის სიმბოლო გახდა. ტაძრის 509 კიბეზე ასვლისშემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ მის 157 მეტრიან კოშკში, საიდანაც ქალაქის დაუვიწყარი პანორამული ხედი იშლება. 

 


ამბობენ, წმინდა მარტინის ეკლესია ძველი რომაელების აბანოების ადგილასაა აშენებული, ეს ეკლესია ბოლო ომის პერიოდში მთლიანად განადგურდა და მხოლოდ 1960 წელს აღადგინეს. 


ქალაქის დათვალიერებისას აუცილებლად უნდა მოხვდეთ ადგილობრივ ზოოპარკში, რომელიც მიუხედავ 20 ჰეკტარისა, ადგილობრივი ღირშესანიშნეობებს შორის ლიდერობს და წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს იღებს. 

 


აქვეა სუნამოს მუზეუმი (Duftmuseum im Farina-Haus), რომელიც პარფიუმერიის ხელოვნებისა და ოდეკოლონის «Eau de Cologne»  ისტორიას მიუძღვნეს. მუზეუმში ნახავთ სუნამოს მომზადების პროცესის ამსახველ სურათებს და შესაბამისს აპარატებს. 

 


კელნში აუცილებლად დასათვალიერებელია  გერმანელი ბიზნესმენის პეტერ ლუდვიგის მუზეუმი, კელნის ცენტრალური მეჩეთი, ნაცისტური დოკუმენტაციის ცენტრი, წმინდა მოციქულთა ეკლესია და, 1993 წელს გახსნილი, გემის ფორმის შოკოლადის მუზეუმი.


ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილი ფანტაზიალენდია:  ეს ატრაკციონების და გასართობი პარკი უკვე 30 წელზე მეტია გახსნილი და ევროპაში ცნობილია თავისი „კოსმოსური შოუს“ გამართვით - შთამბეჭდავი ეფექტებითა და კოსმოსური ფრენის იმიტაციით. 

მოგზაურის დღიური:  გერმანული ვოიაჟი - კიოლნი 


ტურები კელნის მიმართულებით: კელნი

რა ვნახოთ კელნში

 

ვილნიუსის მთავარი ღირშესანიშნაობები


ევროპის შუაგულში მხდებარე ლიეტუვას დედაქალაქი ვილნიუსი, ევროპის გეოგრაფიული ცენტრიდან სულ რაღაც 26 კილომეტრშია.

 


ვილნიუსის ძველი უბანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არის შეტანილი და მოიცავს  შუასაუკუნის 2000-ზე მეტ გოთიკური, რენესანსის და ბაროკოს სტილის შენობა-ნაგებობებს.  


პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიეტუვას დედაქალაქში გახსნილია Kartvelu Street საქართველოს (ქართველების) ქუჩა და თბილისის სახელობის სკვერიც არსებობს. ამავდროულად, ლიტვურ ენაში ოფიციალურად საქართველოს დასახელებად გამოიყენება Sakartvelas.


ვილნიუსის სიამაყეა 1579 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. ქალაქში მდებარეობს „უჟუპისის რესპუბლიკა“, რომელიც 1997 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ცალკე რესპუბლიკად გამოაცხადა. მას თავის დროშა, კონსტიტუცია და პრეზიდენტი კი ყავს. აქაურობა მხატვრების და ხელოვნების ხალხის უბნად ითვლება და შედარებულია პარიზის მონმარტრთან.

 


ვილნიუსში რეალურად ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობაა, რომლის მოსანახულებლად რამდენიმე დღე არ არის საკმარისი. გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ ადგილებს:
მარშრუტი დაიწყეთ კათედრალური მოედნიდან - თანამედროვე ვილნიუსის ცენტრიდან, სადაც მდებარეობს წმინდა სტანისლავის და ვლადისლავის კათედრალი და თავადების სასახლე. აქედან შეგიძლიათ გადახვიდეთ ლიეტუვას ნაციონალურ მუზეუმში და ნახოთ ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა - გედიმინის კოშკი, რომელიც შუასაუკუნეების უძველესი ციხის ნანგრევებია. აქედან ულამაზესი ხედი იშლება მთელ ქალაქზე.

 


დღის განმავლობაში შეგიძლიათ დაისვენოთ ქალაქის ბოტანიკურ პარკში. საღამოს კი შეგიძლიათ გაისეირნოთ გედიმინის პროსპექტზე, სადაც მშვენივრად გაერთობით შოპინგით და დააგემოვნებთ ახლადჩამოსხმული ლუდს.


თუ ვილნიუსში რამდენიმე დღის გატარებს აპირებთ, მაშინ უნდა ნახოთ ისტორიული ცენტრი, დაათვალიეროთ უნივერსიტეტი, პრეზიდენტის სასახლე, რომელიც ამჟამინდელი პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა. პრეზიდენტის სასახლის გვერდით წმინდა ჯვრის მონასტერია, რომელიც, ლეგენდის თანახმად, აშენებულია ფრანცისკანელთა მონასტრის ადგილას. სხვა პოპულარულ ღირშესანიშნაობებს შორის არის KGB (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მუზეუმიც, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ ციხეში მდებარეობს.

 


ტურისტებში საკმაოდ პოპულარული ადგილია - ლიტერატუს ქუჩა. ეს სულ 140 მეტრის სიგრძის ქუჩა ერთ-ერთი უძველესია ქალაქში, აქ ძველ დროს წიგნების მაღაზიები მდებარეობდა. ამჟამად ეს ეს უბრალოდ ვიწრო ქუჩაა, რომელიც წმინდა მიხეილის ეკლესიისკენ მიგიყვანთ. 


და ბოლოს, ვილნიუსის ღირშესანიშნაობების სია გვინდა დავასრულოთ რატუშის (საქალაქო საბჭოს შენობა) მოედნით. ეს არის ერთ-ერთი უძველესი, სამკუთხედის ფორმის მოედანი. მოედნის მსგავსი ფორმა სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთის გამო შეიქმნა. აქ საკვანძო  შენობაა რატუშა, და თვითონ მოედანზე კონცერტები და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება ხოლმე.

 

ტურები ვილნიუსის მიმართულებით: ვილნიუსი

რა ვნახოთ ვილნიუსში

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
32 %