title
Turebi Ge

8 ყველაზე წარმოუდგენელი ადგილი დედამიწაზე

წარმოუდგენელი გუმბათიანი სახლი კოსტა რიკაში. ქალბატონმა სახელად კატრინი, ვენიდან (ავსტრია), ამ კრეატიული და ულამაზესი სახლის აშენებისას გამოიყენა ბეტობი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება.

 


პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ევროპული წყალქვეშა ექსპონატების მუზეუმი სახელწოდებით ატლანტიკი საოცარ სანახაობას წარმოგვიდგენს. მუზეუმი მდებარეობს კანარის არქიპელაგზე. ასობის ბეტონის ადამიანის ქანდაკება დასვენებულია 12-დან 15 მეტრის სიღრმეზე ატლანტის ოკეანის ფსკერზე. მთლიანი მუზეუმის ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 2500 მ2.

 


თუ გინდა რომ მოხვდე ამერიკაში ანტილოპას კანიონში, უნდა აიღო ნებართვა ნავახოს ინდიელებისაგან და სპეციალური გადასახადიც გადაიხადო.

 


ჩანჩქერი დუდხსაგარი - ყველაზე შთამბეჭდავი ჩანჩქერია გოაზე და მეორე ყველაზე მაღალი ინდოეთში. ის კარანატაკასთან აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობს და მისი სიმაღლეა 603 მ.

 


წარმოუდგენელი სილამაზის გარდა, ყვავილების ხეობა (Valley of Flowers ) ასევე ცნობულია, როგორც ადგილი, სადაც იშვიათი სახეობის ცხოველები ბინადრობენ: აქ ნახავთ ცისფერ ცხვარს, ჰიმალაის დათვს, თოვლის ლეოპარდს და ყვითელ კვერნას. ყვავილების ხეობაში ასზე მეტი ფრინველი ბინადრობს, მაგალითად: ხოხობი, თოვლის მტრედი, ოქროს არწივი და მიმინო.

 


მარმარილოს მღვიმე მდებარეობს ჰენერალ კარერას ტბის სანაპიროსთან, ჩილეში. ეს სუფთა თეთრი მარმარილოს ფენაა, რომელიც ათასი წლის წინ დედამიწის ზედაპირზე სხვადასხვა ტექნიკური პროცესების შედეგად გაჩნდა. მნახველებს, მღვიმის დათვალიერება მხოლოდ ნავების მეშვეობით შეუძლიათ. ტბა 1880 წელს სპეციალურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა.  

 

 

ცნობილი როგორც ბონგ-ბონგი და გარშემორტყმული მწვანე ტყეებით ეს ჩანჩქერი რძის ფერისა. ეს ჩრდილო - აღმოსავლეთ ინდოეთის ბუნებრივი ღირშესანიშნაობაა. ინდოეთის სხვა ჩანჩქერებისაგან განსხვავებით, ნურანგი იწყება არა მდინარიდან, არამედ ალპურ ტბებსა და ჰიმალაის ნაკადულებში.

 

ლედიბაუერის წყალსაცავი ინგლისის საგრაფოში დერბიშირშია განლაგებული და დერვენტის ზემო ხეობებში მდებარე სამი წყალსაცავიდან ერთ-ერთია. წყალსაცავის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი მახასიათებელია ე.წ ხვრელები.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
41 %
ევროპაში
26 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %