8 საფეხმავლო-სალაშქრო მარშუტი ნამდვილი მოლაშქრეებისთვის და არამარტო

მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველა ბილიკს მოივლით, საზღვარგარეთ გაჭრის დროა.... ჩვენ იმ რვა საფეხმავლო მარშუტს გთავაზობთ, სადაც უამრავ თქვენნაირ მოლაშქრეს შეხვდებით, გამოცდილებას გააზიარებთ და ვინ იცის, რამდენ ახალ მარშუტს დაგეგმავთ...

1.  ინკების ბილიკი, პერუ

2 ინკების მიერ აშენებულმა უძველესმა გზამ ლამის 6 საუკუნეს გაუძლო. გზა ხან ჯუნგლებში შედის, ხან მაღლა, მთებისკენ მიეშურება და ულამაზეს ხედებს გვთავაზობს. დანიშნულების საბოლოო ადგილი კი მაჩუ-პიქჩუა - ქალაქი ცაში, ინკების იმპერიის დაკარგული დედაქალაქი.

2. კიბე ზეცისკენ. ჰავაის კუნძულები

3 ჰაიკუს კიბეები, ან ბილიკი - (Haiku Stairs) - ჰავაის კუნძულებზეა განლაგებული. კონკრეტულად - კუნძულ ოაჰუზე. კიბე 1942 წელს, ამერიკელმა სამხედროებმა ააგეს მთებში არსებულ რადიოსადგურამდე მისასვლელად. თავდაპირველად ეს უბრალო ხის კიბე იყო, ხოლო მოგვიანებით უფრო მყარმა კონსტრუციამ შეცვალა. კიბე 4 000 საფეხურს ითვლის და დროდადრო ტურისტებისთვის იკეტება - ცუდი ამინდის გამო. კიბეზე ასვლისას ძირს ჯობია არ ჩაიხედოთ.

3. ნაციონალური პარკი სარეკი, შვეცია

4 ლაპლანდია - სანტა-კლაუსის შტაბ-ბინა, სულაც არაა ზღაპარი. თუმცა პეიზაჟები მართლა ზღაპრულია. შვეციის პირველი ნაციონალური პარკი - სარეკი, 1909 წელს დაარსდა. აქ უამრავი მთა და გორაკია, რომელიც უხვი მცენარეულობითაა დაფარული. მთების ტერიტორიული წილი დაახლოებით 90%-ია. აქ მოგზაურებს შვეციის ყველაზე მაღალი მთები, ულამაზესი ხედები, მყინვარები და მთის ტბები ელოდებათ.

4. ლიკიის ბილიკი, თურქეთი

5

ლიკიის ბილიკი (თურქ: Likya Yolu) დაახლოებით 510 კილომეტრი სიგრძისაა და მთლიანად მონიშნულია. Sunday Times-მა ეს ბილიკი მსოფლიოს 10 საუკეთესო საფეხმავლო მარშუტში დაასახელა.  ბილიკის დასახელება უძველესი ცივილიზაციიდან მოდის, რომელიც ოდესღაც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ბილიკი სანაპიროს გასწვრივ მიიკლაკნება, ხან ზღვასთან ეშვება , ხან ისევ მაღალ მთებში ადის. საუკეთესო დრო სალაშქროდ აქ გაზაფხული და შემოდგომაა - თებერვლიდან მაისამდე და სქეტემბრიდან ნოემრამდე. ზაფხული აქ ძალიან ცხელია. ბილიკზე შესაძლებელია როგორც ფეხით სიარული, ასევე ვირების დახმარებით გადაადგილება.

5. ცეცხლოვანი ყურე, ავსტრალია

6 ცეცხლოვანი ყურე - ტასმანიის ჩრდილოეთით, ნაციონალური პარკის მაუნთ უილიამის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ადგილია. სანაპირო უკაცრიელი და თვალწარმტაცია. თეთრი ქათქათა პლაჟი ცეცხლოვანი ფერის კლდეებითაა შემოსაზღვრული - სწორედ ამიტომ ეძახიან აქაურობას ცეცხლოვან ყურეს.  საუკეთესო საშუალება აქ მოსახვედრად გიდის დაქირავება და საფეხმავლო მარშუტის გავლაა. შესაძლებელია თევზაობაც, სურვილის შემთხვევაში.

6. ავსტრალიის საფეხმავლო მარშუტი - Overland Track

7 მზად ხართ 65 კილომეტრი გაიაროთ ავსტრალიის უვალ გზებზე და ველურ ბუნებაში? კი? მაშინ ეს მარშუტი თქვენ გელოდებათ. მარშუტს თქვენთან ერთად 8 000 ადამიანი გაივლის. ეს ის რაოდენობაა, რომელიც ყოველწლიურად სტუმრობს ამ ბილიკს. საუკეთესო დრო ნოემბრიდან აპრილამდეა, როცა ჩრდილო ნახევარსფეროში თბილი და მშრალი ამინდებია. საშუალოდ მარშუტის გავლას 5-6 დღე ჭირდება - თუ დღეში საშუალოდ 10 კილომეტრს დაფარავთ.

7. წმინდა იაკობის გზა (Camino de Santiago), ესპანეთი

8 შუა საუკუნეებში აქ მომლოცველები დადიოდნენ ესპანეთის მფარველის - ქმინდა იაკობის საფლავის მოსალოცად. დღეს კი აქ ყველა მიდის, ვისაც საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი აქვს. ამის სურვილი აქვს. ველური ბუნება ბევრი არაა. ესმარშუტი უფრო კომფორტის მოყვარულ ხალხს მოეწონება.

8. ნაციონალური პარკი ზიონი, აშშ

9

ზიონი - 593 კვადრატულ კილომეტრზე გაშლილი ნაციონალური პარკი იუტაში. აქ მთავარ ღირსშესანიშნაობას კანიონი წარმოადგენს - 24 კმ სიგრძის და 88 მეტრი სიღრმის. კანიონი მდინარე ვირჯინიის "შექმნილია". კლდეები ნარინჯისფრად და ვერცხლისფრადაა შეფერილი. ალაგ-ალაგ ვარდისფერს და მომწვანოსაც შეხვდებით. აქ შესვლა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %