როგორ მოვხვდეთ ქორულდის ტბებზე და რა სანახაობა გველოდება.

ტბა კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მესტიის ჩრდილოეთით მდებარეობს, ზღ.დ. 2850 მ-ზე, ქორულდის ტბიდან შეძლებთ დატკბეთ ზემო სვანეთის სოფლების ხედით, აქედან ხელისგულზე იშლება ენგურის ხეობის, კავკასიონის მყინვარების, შხარას, თეთნულდისა და უშბას ხედები.

ქორულდის ტბები საქართველოს ულამაზესი ტბების ათეულში შედის, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ტბა სეზონის ნებისმიერ დროს საკმაოდ ცივია, ამიტომ ბანაობა არ არის რეკომენდირებული, აქ მხოლოდ ხედებით ტკბობასა და მშვიდ გარემოში ყოფნას შეძლებთ.

როგორ მოვხვდეთ ქორულდის ტბებზე ?

რთული რელიეფიდან გამომდინარე ტბაზე მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი მანქანით შეგიძლიათ, მესტიამდე კი თბილისიდან რამოდენიმე ვარიანტი შეგიძლიათ განიხილოთ.

თუ ბიუჯეტურად გსურთ მოგზაურობა მატარებელი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც თბილისის რკინიგზის სადგურიდან გადის ზუგდიდის მიმართულებით, ხოლო ზუგდიდიდან შიდასამარშუტო ტაქსით შეგიძლიათ გადაადგილდეთ მესტიაში.

მეორე ვარიანტი სამარშუტო ტაქსია თბილისი-მესტიის მიიმართულებით, ხოლო მესამე ვარიანტად თვითმფრინავით გადაფრენაც შეგიძლიათ მოიაზროთ, რომელსაც საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს, ერთი ადამიანის ღირებულება დაახლოებით 75 ლარია 20 კგ ბარგით.

ქორულდის ტბების მონახულებისათვის ორი დღე მაინც უნდა გაითვალისწინოთ, ღამის გათენება სრულებით შესაძლებელია თუ კი გექნებათ კარავი ან იქვე იქირავებთ, რომლის ღირებულებაც 10 ლარს შეადგენს კაცზე.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
30 %