01 March 2017
  • 2262 ნახვა

ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2017 წლის 27 აპრილს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოეთში და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც.  ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას:

1.       ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;

2.       ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით;

3.       ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან; შიდა ტურიზმის სტიმულირება;

4.       კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;

5.       ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა;

6.       საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა;

7.       მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება;

8.       პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

ნაშრომში წარმოდგენილი იდეები აისახება ტურიზმის სამოქმედო გეგმაში და განხორციელდება.

კონფერენციის მიზანი:

ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები და შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.

მნიშვნელოვანი თარიღები:

15 მარტი– თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა  – 1-2 გვერდი.

20 მარტი- მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.

5 აპრილი- ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.

20 აპრილი-შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.

27 აპრილი- პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.

სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად კრებულში სახელწოდებით “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.

თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

tourismconference@gnta.ge

მიუთითეთ თქვენი სახელი გვარი, ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში), სწავლის საფეხური და უნივერსიტეტი.  ასევე საჭიროა თეზისში მითითებულ იქნას სტრატეგიული მიზანი, რომლის შესრულებასაც ემსახურება აღნიშნული თემა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://gnta.ge/conference

კონფერენციის მხარდამჭერია Turebi.Ge - N1 ტურისტული პორტალი საქართველოში, რომელიც საკუთარ რჩეულს მონაწილეს დაასახელებს.

მსგავსი
16 October 2017

Wizzair-ი ქუთაისი-ათენის რეისებს ამატებს

2018 წლის გაზაფხულიდან, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს. ქუთაისი-ათენი-ქუთაისის რეი...

09 October 2017

რომის კოლიზეუმის ყველაზე მაღალი სართული ტურისტებისთვის იხსნება

რომის კოლიზეუმის ყველაზე მაღალი სართული ტურისტებისთვის პირველი ნოემბრიდან გაიღება. შენობის ბოლო სართული ტურისტებისტის ბოლო 40 წ...

06 October 2017

Wizzair-ი ქუთაისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის 4 ქალაქის მიმართულებით ამატებს

უნგრული ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაამატა.  ...

03 October 2017

ყველაზე ხშირად ნახვადი ტურისტული ადგილები საქართველოში

2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიო...

03 October 2017

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში  გურჯაანში 6 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი 2017 გაიმართება, რომელიც წელს  პ...

29 September 2017

ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმაპისნძლებს

ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ 6-7 ოქტომბერს უმაპისნძლებს. ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე წა...

19 September 2017

მარტვილის კანიონს წყალქვეშა ცურვის სერვისი ემატება

წყალქვეშა ცურვის მოყვარულებისთვის მარტვილის კანიონში ახალი მარშრუტი იხნსება. სულ მალე ტურისტებს კანიონში ყვინთვის და წყალქვეშა ...

18 September 2017

ახალი სერვისი WizzAir-ისგან - ცვლადი თანამგზავრი

ავიაკომპანია WizzAir-ი მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს.   ცვლადი თანამგზავრის სერვისი საშუალებას გაძლევთ, ...

15 September 2017

ბორდოში ქართული ღვინის გამოფენა გაიხსნა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში  ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა – „საქა...

08 September 2017

ელტონ ჯონის კონცერტი წელს აღარ გაიმართება

ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში წელს აღარ გაიმართება. ამის შესახებ SOLO-ში პრესკონფერენციაზე გ...