03 March 2016
  • 8447 ნახვა

ზალიპიე - ხელით მოხატული სოფელი პოლონეთში

აქ ყველაფერი მოხატულია და ყვავილებითაა დაფარული. მოხატულია ყველაფერი, სახლები, საქათმეები, ღობეები, ჭები და ა.შ.  ტრადიციას საფუძველი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს-მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა და დღემდე აქტიურად ვითარდება. სოფელში ფუნქციონირებს სკოლაც, სადაც მოხატვას ასწავლიან არამარტო ამ სოფლის ბავშვებს, არამედ ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლებსაც. აქ სულ 20 სახლი და რამოდენიმე ათეული სამეურნეო ნაგებობაა მოხატული. სახლები ნახატებით დაფარულია როგორც გარედან ასევე შიგნიდან და ზოგჯერ საყოფაცხოვრებო ნივთებს და ჭურჭელსაც ამშვენებს.   18189360-R3L8T8D-1000-24   18189610-R3L8T8D-1000-1 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალებს სურვილი გაუჩნდათ თეთრი სახლები ცოტა უფრო გაელამაზებინათ. თავდაპირველად ეს მარტივი ორნამენტები იყო, ხოლო საღებავებს ბუნებრივი ინგრედიენტებისგან ამზადებდნენ, უფრო სწორად, რაც ხელში მოხვდებოდათ, იმისგან: ნაცრის, თიხის, დაფხვნილი აგურის და ა.შ. ასეთი საღებავები რყის ხისგან დამზადებული ფუნჯის მეშვეობით დაიტანებოდა კედლებზე. 18189660-R3L8T8D-1000-15 სახლის გვერდით შეყუჟული ძაღლის ხუხულაც ულამაზესი ორნამენტებითაა დაფარული. როგორც წესი, დიასახლისები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის უფრო ლამაზად, ორიგინალურად და მრავალფეროვნად ექნება გაფორმებული სახლ-კარი. 18189860-R3L8T8D-1000-8 ზრუნავენ არამარტო კერძო საკუთრებაზე - მდინარეზე გადასასვლელი ხიდიც ლამაზადაა გაფორმებული. 18189910-R3L8T8D-1000-11 თავდაპირველად უბრალოდ, ყვავილებს ხატავდნენ.  დროთა განმავლობაში ნახატები გართულდა, ახალი ფერები დაემატა და ერთადერთი, რაც დღემდე უცვლელია ისაა, რომ მოხატვა წინასწარი მოხაზვის და გეგმის გარეშე ხდება. ხატვის დაწყებისას არასოდეს იციან, როგორი იქნება ნახატის საბოლოო სახე.  მთავარია ეს იყოს ფერადი და უამრავი ყვავილით.   18189960-R3L8T8D-1000-14 18190060-R3L8T8D-1000-13 18190310-R3L8T8D-1000-19 სოფელში ფუნქციონირებს ფელიცია ცურილოვას სახლ-მუზეუმი. ფელიციას დიდი წვლილი მიუძღვის ხატვის ამ სტილის შენახვას, განვითარებასა და პოპულარიზაციაში.  მის სახლში მოხატულია ყველაფერი - ბუხრიდან დაწყებული თეფშებით დამთავრებული 18190360-R3L8T8D-1000-9 18190410-R3L8T8D-1000-4 ახალი ორნამენტების ხატვა ან ძველი ნახატების განახლება როგორც წესი წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულისთვის ხდება. 18190460-R3L8T8D-1000-10 18190510-R3L8T8D-1000-22 18190560-R3L8T8D-1000-18 18190760-R3L8T8D-1000-25 18197160-R3L8T8D-1000-33 გაზაფხულზე აქ ფერების ნამდვილი დღესასწაული დაგხვდებათ.

მსგავსი
29 August 2019

უძველესი და ზღაპრული იტალია - ჩინკვე-ტერე

ჩინკვე-ტერე (ხუთი მიწა) ულამაზესი ეროვნული პარკი იტალიაში, რომელიც წლიდან წლამდე მილიონობით ტურისტს იზიდავს....

26 August 2019

იტალია- ნებისმიერი ტურისტის საოცნებო ქვეყანაა.

...

18 March 2019

ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების ს...

12 February 2019

5 ადგილი, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ესპანეთი იდეალური ქვეყანაა სამოგზაუროდ, მისი მრავალფეროვნება ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნ...

04 February 2019

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ. ს...

30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...