Turebi Ge

ჩრდილოეთის ვენეცია და უგემრიელესი ვაფლების ქალაქი - ბრიუგე, ბელგია

დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ ბელგიურად, ფრანგულად, გერმანულად, ჰოლანდიურად და ფლამანდიურადაც ლაპარაკობენ. რასაკვირველია, ინგლისურადაც - ბრიუგე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. 9500401731_6608da4de3_z ქალაქი ცნობილია შოკოლადით, უგემრიელესი ვაფლით, ლუდით, აქაური მაქმანით... ქუჩებში უამრავი შოკოლადის მაღაზიაა, საიდანაც მადის აღმძვრელი სურნელი გამოდის. 9500502937_5066ce68e7_z   9500535041_076766d6ce_z ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. 9500568485_9213aafa0c_z9503046800_8b9ef96da5_z   9503136282_fccc3a65ea_zბრიუგე ისტორიულ წყაროებში 1116 წლიდან მოიხსენიება. მისი ლამაზი, ფერად-ფერადი შენობების ძველი არქიტექტურა კარგადაა შემონახული. ვიზიტორების რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 1900 წლებიდან მდიდარმა ინგლისელმა და ფრანგმა ტურისტებმა გადაწყვიტეს, რომ მათი საყვარელი დასასვენებელი ადგილი უნდა გამხდარიყო. დღეს ბრიუგეში უამრავ ტურისტს შეხვდები მსოფლიოს ყველა კუთხიდან.   9503532856_bce25d71d6_z

რა უნდა ვაკეთოთ ბრიუგეში გარდა ღირსშესანიშნაობების თვალიერებისა?

საფეხმავლო ტური: აიღეთ რომელიმე ტურ-ოპერატორის მიერ შემოთავაზებული საფეხმავლო ტური და გიდის მეშვეობით გაეცანით ქალაქის ისტორიას და მის საინტერესო ადგილებს... OLYMPUS DIGITAL CAMERA9503504326_7973ec1b75_zნავით გასეირნება: ტყუილად კი არ ეძახიან ჩრდილოეთის ვენეციას. შეგიძლია იქირაო გონდოლა და 35-წუთიანი კრუიზი მოიწყო (სტანდარტული ტური). ხედები განსაკუთრებით მშვენიერია, როცა ნავში ზიხარ და არსად მიგეჩქარება. 9503269018_1f27e0974c_z9502980868_4672163009_z9500674345_c7c518a8ec_zგაეინჯო ადგილობრივი გემრიელობები :აქაური ვაფლი ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ ტკბილეულადაა აღიარებული (სცადეთ შოკოლადით და მარწყვით). არ დაგავიწყდეთ შოკოლადის გასინჯვაც, ის ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება. 9503612704_0632eb5b55_zუბრალოდ, გაისეირნე: ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარული გასართობი - ქუჩიდან ქუჩაზე, ბარიდან ბარში და კაფიდან კაფეში, ერთი საინტერესო ადგილიდან მეორეში... ბრიუგეში ყველა იპოვის "საკუთარ" ქუჩას, აქ ხომ ყველას საკუთარი ისტორია აქვს და ყველა შენობა რაღაცას გვიყვება. მშვენიერი შენობები, შოკოლადის პატარა მაღაზიები, კაფეები და პაბები - დრო ისე შეუმჩნევლად გავა ვერც კი მიხვდებით, რომ უკვე რამოდენიმე საათია ბრიუგეს ვიწრო ქუჩებში დაბოდიალობთ. 9500063381_fc3600d410_z9500213321_65ff300c01_z9500369971_e57df33040_z  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
41 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %