Turebi Ge

კელიმუტუს ვულკანის ფერადი ტბები

maxresdefault

 

კელიმუტუს ეროვნულ პარკში, ინდონეზიაში,  კელიმუტუს მთა მდებარეობს, რომლის წვერზეც ვულკანური წარმოშობის სამი უნიკალური ფერადი ტბაა.  ზღვის დონიდან  1639 მეტრზე,ვულკანის კრატერებში  მეზობლად განლაგებულ ტბებს განსხვავებული სახელები აქვთ, ხოლო ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით ტბებში გარდაცვლილი წინაპრების სულები ცხოვრობენ.  ითვლება, რომ ტბები ფერებს წინაპრების სულების განწყობების მიხედვით იცვლიან.

 

lake-kelimutu-flores-indonesia-photo-1

komodo-kelimutu-08-800x480

 

ლურჯი ფერის მოხუცების ტბა (Tiwu Ata Mbupu) ვულკანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ იმ ადამიანების სულები მიდიან, რომლებიც სიცოცხლეში პატიოსნად იქცეოდნენ და წესების მიხედვით ცხოვრობდნენ. ეს ტბა სხვებისგან მოშორებით მდებარეობს.

74c3d20366039323e4520ec0eff6d5de

 

დანარჩენი ორი ტბა ვულკანური კედლითაა გამოყოფილი. ბიჭების და გოგონების ტბა (Tiwu Nuwa Muri Koo Fai) მწვანე შეფერილობისაა, ხოლო მოჯადოებული ტბა (Tiwu Ata Polo) ხშირად სისხლისფერი წითელია. ეს ისა დგილია, სადაც ცუდი ხალხი მიდის - ახალგაზრდებიც და მოხუცებიც. თავად "კელიმუტუ" მდუღარე ტბას ნიშნავს. ვიზიტორები ხშირად ამჩნევენ, როგორ ადის ტბის ზედაპირს ორთქლი.

Kelimutu_lakes_-_Aqua_and_ChocolateOne of Indonesia’s famous volcanic lake areas.  I did not like Moni !

 

მთა კელიმუტუ ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე მდებარეობს. კუნძულის სიგრძე 350 კილომეტრია, მაგრამ ეროვნული პარკი ბევრად უფრო პატარაა. ყველაზე ახლომდებარე ქალაქი, ენდე, მისგან მხოლოდ 60 კილომეტრითაა დაშორებული. მთის ძირში პატარა სოფელი მდებარეობს - მოლი, რომელსაც ტურისტები საბაზო ბანაკად იყენებენ. სოფელში ღამის გათევა და დილით ადრე სალაშქროდ გასვლა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.

 

kelimutu Indonesia volcanic Lakes three colours 18kelimutu Indonesia volcanic Lakes three colours 5kelimutu-6

 

ვინაიდან ტბების შეფერილობა მუდმივად იცვლება, არასოდეს არ იცი, რა დაგხვდება მთის წვერზე ასულს.  ლურჯი, მწვანე და შავი ფერის ტბების მაგიერ ზოგჯერ თეთრი, წითელი და ლურჯი ტბა ხვდებათ.

 

kelimutu

 

საუკეთესო დრო ტბების სანახავად შუადღეა - როცა ნისლი მოწმენდილია. დილით ადრე როგორცწესი, ტბები დაფარულია. მარშუტი ერთღიანია, რამის გათევა აქ რეკომენდებული არაა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
38 %
არა
29 %
გააჩნია მიმართულებას
32 %