Turebi Ge

ხელების გამოქვაბული

არგენტინის სამხრეთით, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გამოქვაბული  კუევა-დე-ლას-მანოსი ანუ  ხელების გამოქვაბული  მდებარეობს . გამოქვაბული არქეოლოგიის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს, რადგანაც იგი ცნობილია პალეონტოლოგიური  მონაპოვრებით, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ხელების ნახატები და ნადირობის სცენებია. ნახატები შექმნილია 13 000 – 9 500 ათასი წლის წინ. პირველყოფილი ადამიანის ხატვის ტექნიკა საკმაოდ პრიმიტიული იყო : ის პირში იგუბებდა საღებავს . პატარა ზომის ძვლებს იყენებდა როგორც სახატავ მილს და მისი მეშვეობით ხატავდა. ამიტომ  გამოქვაბულში ყველაზე ხშირად  გამოსახულია არა მარჯვენა, არამედ მარცხენა ხელი. ხელების გარდა კედლებზე დახატულია  მზე, ადამიანები, ცხოველები , სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები და ნადირობის სცენები. ეს, პრეისტორიული ფერწერული ნამუშევარი პატაგონის  ერთ-ერთი უდიდესი ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელიც  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეყვანილი.     650_1200800px-ID_876_Cueva_de_las_Manos_-_CAZ-2933800px-SantaCruz-CuevaManos-P2210651b17851_photo_608x608cueva-de-las-mans-14cueva-manos-3ID_876_Cueva_de_las_Manos_-_CAZ-2933SantaCruz-CuevaManos-P2210063bSantaCruz-CuevaManos-P2210079bПещера_рук_Аргентина  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
36 %
ევროპაში
29 %
აზიაში
6 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
12 %