"The Highline Meeting" - ფესტივალი ადრენალინის მოყვარულთათვის

"The Highline Meeting" -  ფესტივალი  ადრენალინის მოყვარულთათვის იმ ხალხის შეკრების ადგილია, ვისაც უყვარს სიმაღლე, ადრენალინი და უფსკრულის თავზე გაჭიმულ სლექზე სიარული. ფესტივალი ყოველწლიურად იმართება იტალიის ალპებში, მონტე პიანას მთაზე, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან მონაწილეობის მისაღებად. article3079   highline-meeting-001   highline-meeting-002   highline-meeting-003 ამ ადამიანების "ბაგირზე მოსიარულეებს" ვერ ვუწოდებთ, რადგან ეს სპორტი ცოტა უფრო განსხვავებულია - ბაგირის მაგიერ ისინი  სლექლაინზე დადიან. სლექლაინი 70 წლებში ამერიკაში დაიბადა, როცა ალპინისტები წონასწორობაში ვარჯიშის მიზნით გაჭიმულ ალპინისტური თოკებზე ვარჯიშობდნენ. სლექი, ბაგირისგან  განსხვავებით, ბოლომდე დაჭიმული არაა და აქვს გარკვეული ელასტიურობა, რის შედეგადაც წონოსწორობის დაცვა გაცილებით რთულდება. სამაგიეროდ, ბევრად უფრო იოლია სხვადასხვა ტრიუკების შესრულება.   © Sebastian Wahlhuetter | www.wahlhuetter.net | sebastian@wahlhuetter.nethighline-meeting-005highline-meeting-006highline-meeting-007 გარდა სლექზე სიარულისა, მონაწილეები თოკზე ისვენებენ და ერთობიან სპეციალურად ამისათვის ჩამოკიდებულ ჰამაკებზე, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე ირწევა. ფესტივალის მონაწილე შეუძლია გახდეს არა მხოლოდ სპორტსმენს ან ალპინისტს, არამედ ყველა უბრალო ადამიანს, რომელსაც უყვარს სიმაღლე, თავგადასავლები, ადრენალინი და ექსტრიმი. აღჭურვილობა აქ საიმედოდ გიცავს ძირს ჩავარდნისგან. თუ სანახაობის დატკბობა და გადაღება გსურთ არც ესაა პრობლემა - კარავს იქვე, კარვების ქალაქში გაშლით. გარდა კარვების ქალაქისა, აქაა სამზარეულო და ბარი. მსურველებს შეუძლიათ იფრინონ პარაპლანით და დაკავდნენ იოგათი. highline-meeting-008highline-meeting-009highline-meeting-010highline-meeting-012highline-meeting-013   highline-meeting-014   highline-meeting-016   highline-meeting-018   highline-meeting-019highline-meeting-021   highline-meeting-023    
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %