turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
Turebi Ge

10 უჩვეულო მიმართულება, სადაც ტერორიზმის საფრთხე დაბალია

ბოლო მონაცემების მიხედვით ტერორიზმის მაღალი საფრთხით ევროპის 30-ზე მეტი ქვეყანა შეფასდა. ასეთი საფრთხე, ბუნებრივია ტურისტებს აშინებთ. თუ თქვენც თავს იკავებთ ასეთ დროს მოგზაურობისგან, სხვა მიმართულებები შეგიძლიათ აითვისოთ. არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც ტერორიზმის საფრთხე თითქმის არ არსებობს და ამ ქვეყნებს თქვენი სასიამოვნოდ გაოცებაც შეუძლიათ.
  1. მონღოლეთი

ულამაზესი პეიზაჟები, ლაშქრობები სტეპებში და ტრადიციების ნამდვილი ზეიმი - ეს მონღოლეთია. აქაურობას ნამდვილად შეუძლია თქვენი გაოცება! სექტემბერში შეგიძლიათ ერთ-ერთ გამორჩეულ სანახაობას - მთის არწივების ფესტივალსაც დაესწროთ. მონღოლეთიMongolia_JoelSantos_18

2. თურქმენეთი

მართალია, თურქმენეთი მკაცრი სავიზო რეჟიმით გამოირჩევა, თუმცა შედეგი ნამდვილად სასიამოვნო იქნება - არაბუნებრივად ლამაზი ყარაყუმის უდაბნო თავისი ფოტოგენური კრატერებით, კანიონები და უძველესი ქალაქები. თურქმენეთიTurkmenistan

3. ჩრდილოეთ კორეა

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ერთი პროპაგანდისტული ბანერის გამო მძიმე სასჯელი შეიძლება დაგეკისროთ, ეს ქვეყანა ტერორიზმის დაბალი საფრთხის მქონედ მიიჩნევა.  ჩახვიდე ჩრდილოეთ კორეაში, ეს ნიშნავს, გადადგა ნაბიჯი ყველაზე საიდუმლო, ექსცენტრიული, დამაფიქრებელი, საშიში და სახალისო მიმართულებისკენ. north koreaNorth Korean troops march past a portrait of the late leader Kim Jong Il during a military parade at Kim Il Sung Square to mark the 65th anniversary of the country's founding in Pyongyang, North Korea, Monday, Sept. 9, 2013. (AP Photo/Kim Kwang Hyon)

4. კამბოჯა

კამბოჯის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტი ანგკორის არქეოლოგირუი პარკია, რომელიც 154 კვ. კმ-ს მოიცავს. ესაა უძველესი ტაძრების ნანგრევები, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ტა პროჰმია, სწორედ ის გამოჩნდა ფილმში "სამარხების მძარცველი". ტაძრები 9-15 საუკუნეების ძეგლებია. კამბოჯაindex-cam

5. ზიმბაბვე

ზიმბაბვეში ჯიბის ქურდების მსხვერპლი უფრო შეიძლება გახდეთ, ვიდრე ტერორისტების. ქვეყანამ არაერთი სირთულე გადაიტანა პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. თუმცა არაერთმა კომპანიამ გასწია მძიმე სამუშაო იმისთვის, რომ დაეცვათ ბუნებრივი ჰაბიტატები და ადგილობრივი თემები. ზიმბაბვეOrphaned children live with their elderly grandparents eking out a living from the land. Zimbabwe has 1.5 million orphans, the highest ratio of any country in the world. Manicaland, Zimbabwe

6. ბოლივია

ეს ღარიბი და ერთგვარად "ჩაკეტილი" ქვეყანა მოხეტიალე მოგზაურებს უფრო იზიდავთ, ვიდრე მაღალი დონის ტურებით დაინტერესებულებს. ოღროჩოღრო რელიეფი ტროპიკული დაბლობებიდან ბორცვებამდე დამღლელი და სტრესულია, თუმცა სილამაზით ხშირად ტიბეტსაც ადარებენ. ბოლივიაbolivia2

7. ჰონდურასი

ქვეყანა კრიმინალის საკმაოდ მაღალი დონით გამოირცევა, თუმცა ტერორიზმის საფრთხე დაბალია. თუ უსაფრთხოების საკმარის ზომებს მიიღებთ, საფრთხე არ დაგემუქრებათ. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი კუნძულებით, თეთრი ქვიშის სანაპიროებით, მოინახულოთ იაგუარები და სხვა გარეული ცხოველები. ჰონდურასიCaribbean, Honduras, Roatan Island, West End Beach, View of a beach

8. ანგოლა

სამოქალაქო ომისგან მიყენებულ ზიანს ქვეყანა ნელ-ნელა უმკლავდება. ეროვნული პარკები თანდათან იბრუნებს სახეს და ტურიზმიც ფეხს იკიდებს. თუმცა ლუანდა  ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად მიიჩნევა. ანგოლაAmakhala2-1024x682

9. ბუტანი

უზამრმაზარი მწვანე მთები, კრისტალურად სუფთა მდინარეები, სოფლები, სადაც ჯერ კიდევ მისდევენ მეგუთნეობას, არავითარი ტელეფონები და თანამედროვე ტრანსპორტი - ეს ყველაფერი ბუტანს დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ჯადოსნურ ადგილად აქცევს. ბუტანიბუტანი  

10. პაპუა ახალი გვინეა

ტომის კულტურა, ჩამქრალი ვულკანები, მაღალმთიანი ტროპიკული ტყეები, განსაცვიფრებელი ტბები და ჩანჩქერები, მარჯნის რიფები, თეთრი ქვიშის პლაჟები, მწვანე ჯუნგლები და მასობრივი ტურიზმისაგან ჯერ კიდევ ხელუხლებელი მიწა. უნდა აღინიშნოს, რომ პაპუა ახლა გვინეაში ტერორიზმის საფრთხე დაბალია, რასაც ვერ ვიტყვით კრიმინალის დონეზე.   პაპუა ახალი გვინეაpapua
მსგავსი სიახლეები